საინტერესოტექნოლოგიები

ილონ მასკი- ტვინის იმპლანტის ცდები

ტვინის იმპლანტი

27 მარტი (როიტერი) – ილონ მასკის ტვინის იმპლანტების კომპანიამ-  Neuralink-მა, აშშ-ს ერთ-ერთ უმსხვილეს ნეიროქირურგიულ ცენტრს მიმართა, როგორც კლინიკური ცდების პოტენციურ პარტნიორს, რადგან ის ემზადება .

Neuralink 2016 წლიდან ავითარებს თავის ტვინის იმპლანტებს და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს განკურნებას, გართულებების გარეშე, იმ შშმ პირების, რომელთაც აწუხებთ დამბლა და უსინათლობა.

მან კრახი განიცადა 2022 წლის დასაწყისში, როდესაც აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ უარყო მისი ინიციატივა ადამიანებზე ცდების ჩატარების შესახებ. უსაფრთხოების ძირითადი შეშფოთების მოტივით.
მას შემდეგ კომპანია მუშაობს სააგენტოს პრობლემების გადასაჭრელად და უცნობია იქნება თუ არა ან როდის იქნება ეს პროექტი წარმატებული.

Neuralink ესაუბრებოდა ბაროუს ნევროლოგიურ ინსტიტუტს, ფენიქსში, არიზონაში დაფუძნებულ ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო და კვლევის ორგანიზაციას, რათა ხელი შეუწყოს ადამიანებზე ცდების ჩატარებას.

ილონ მასკი

ფრანსისკო პონსემ, ბაროუს ნეირომოდულაციისა და ნეიროქირურგიის რეზიდენტურის ცენტრის დირექტორმა, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე Neuralink-ის ინიციატივის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ ბაროუ კარგად იყო მომზადებული ამ იმპლანტაციის კვლევის ჩასატარებლად.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა შარშან, Neuralink-ში ცხოველთა კეთილდღეობის პოტენციური დარღვევების შესწავლა დაიწყო. ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს დეტალურად აქვთ აღწერილი როიტერთან, კომპანიის მიერ ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, რასაც მოჰყვა მათი ტანჯვა და სიკვდილი.
“ბაროუ დაეხმარა ტვინის იმპლანტაციის ოპერაციების სტანდარტიზაციას, რომლებშიც პაციენტს შეუძლია დაიძინოს, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია და მოსახლეობის ფართო ჯგუფისთვის უფრო მისაღები გახდება”- განაცხადა პონსემ.

მასკის ხედვას Neuralink-ის ტვინის ჩიპთან დაკავშირებით

Tesla Inc-ის (TSLA.O) მილიარდერმა, აღმასრულებელმა დირექტორმა და Twitter-ის უმრავლესი აქციების მფლობელმა თქვა, რომ Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ისეთივე გავრცელებული გახდება, როგორც Lasik- თვალის ოპერაცია.

მოწყობილობები, რომლებსაც ბაროუ აქამდე იყენებდა, განსხვავდება ნეურალინკისგან. ბაროუ მუშაობს ტვინის ღრმა სტიმულაციის მოწყობილობებთან, რომლებმაც მიიღეს FDA-ს დამტკიცება 1997 წელს პარკინსონის ტრემორის შესამცირებლად და ჩაუნერგეს 175000-ზე მეტ პაციენტს.

Neuralink-ის იმპლანტი არის ტვინის კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) მოწყობილობა, რომელიც იყენებს ელექტროდებს, რომლებიც აღწევენ ტვინში ან თავსდებიან მის ზედაპირზე, რათა უზრუნველყონ პირდაპირი კომუნიკაცია კომპიუტერებთან. ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ მიუღია აშშ-ს დამტკიცება, BCI იმპლანტის ბაზარზე გამოტანის შესახებ.

გამოხატე ემოცია

მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
ხის სახლები და კოტეჯები
ბიზნესი

ხის სახლები და კოტეჯები – თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტა

ხის სახლები და კოტეჯები გახდნენ მზარდი პოპულარობის მქონე არჩევანი მათი უნიკალური სილამაზის, ეკოლოგიურობისა და თბილი, ...

დატოვე კომენტარი

თქვენთვის საინტერესო