საინტერესოჰოროსკოპი

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი!

ასტროლოგიური პროგნოზი

მიმოხილვა

ბრძენი სატურნი ქმნის მშვიდ ატმოსფეროს და როდესაც ის მეამბოხე მერწყულთან ერთად მოგზაურობს იანვრიდან მარტის დასაწყისამდე, ის მოგიწოდებთ გათავისუფლდეთ შეზღუდვებისგან და გადალახოთ ისინი.

პაწაწინა პლუტონი მარტის ბოლოს დიდ ნახტომს აკეთებს რევოლუციურ მერწყულში. ეს არის ჩვენი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ტრანზიტი, გავლენას ახდენს ცვლილებებზე, როგორც პირად, ასევე მსოფლიო დონეზე!

რევოლუციონერ ურანს, ინოვაციური მერწყულის ლიდერს, თან ახლავს კონსერვატიული, პრაქტიკული კურო მთელი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გამოიკვლიეთ ინოვაციური საინვესტიციო სტრატეგიები, რომლებსაც გამოიყენებთ გრძელვადიან პერსპექტივაში.

იმის გამო, რომ ექსპანსიური იუპიტერი იანვრიდან მაისის შუა რიცხვებამდე, სპონტანურ ვერძში ატარებს დროს, ცხოვრება სწრაფად გადის თქვენთან და იღბალი არის თქვენი თანმდევი. შეანელეთ ქმედებები და დაელოდეთ როდის შეასრულებს თქვენი ბედისწერა თავის საქმეს, რადგან წლის მეორე ნახევარში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

ცეცხლის ნიშნები: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი

მღელვარებით სავსე, ცეცხლის ნიშნები დიდ წარმატებას მიაღწევენ, როდესაც იღბლიანი იუპიტერი შეუერთდება ყველაზე ცეცხლოვან ნიშანს, ვერძს. ეს საუკეთესო პერიოდია საკუთარი თავის და შესაძლებლობების დასაჯერებლად ცეცხლის ნიშნებისთვის! ახალი მთვარისა და მზის დაბნელების დროს, ასევე აპრილის ბოლოს, იარსებებს რისკები, სადაც ცეცხლის ნიშნები სამწუხაროდ გონების კარნახით არ იმოქმედებენ და ამის გამო მოუწევთ რთული გზის გავლა, თუმცა ეს გზა იქნება წარმატებისკენ მიმართული.

მიწის ნიშნები: კურო, ქალწული და თხის რქა

ურანის წყალობით, რომელიც კვლავ პარტნიორობს გონივრული ფულის გურუ კუროსთან, შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას თქვენ ფინანსური ქაოსის ფონზე. იუპიტერი ასევე ატარებს დროს კუროში და გიბიძგებთ იმ მიზნებისკენ, რომლებიც ყველაზე მეტად გსურდათ. ტრანსფორმაციული პლუტონის თხის რქასთან ურთიერთქმედება, განაპირობებს რადიკალურ ტრანსფორმაცებს. საბოლოოდ კი დედამიწის ნიშნებისთვის მერკურის ოთხივე რეტროგრადული ლოგიკურ ნიადაგი ქაოტურ, თუმცა წარმატებულ წელს მოასწავლებს.

ჰაერის ნიშნები: ტყუპები, სასწორი და მერწყული

ცნობილია, ჰაერის ნიშნები საუკეთესო კომუნიკატორები არიან. თქვენი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის წყურვილი გიბიძგებთ, დაიკმაყოფილოთ თქვენი ინტერესები ამ წელს. ურანს, მერწყულის მმართველს, შეუძლია აჯანყებისა და რევოლუციური ქმედებების ხელშეწყობა, მაგრამ ის მოგიწოდებთ, გონივრულად და მოთმინებით მიუდგეთ სწავლის შესაძლებლობებს. თუ დიდი ცვლილებები გნებავთ, სწორედ ამისთვის საუკეთესო პერიოდია.

წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი და თევზები

ინტუიციური ნეპტუნი აგრძელებს პარტნიორობას თევზებთან, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დარმუნებული იყოთ, რომ თქვენი ინტუიცია ზუსტი იქნება. თქვენი ოცნებები ახდენის ფაზაში გადადის , ასე რომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ღირებულ მინიშნებებს თქვენი ქვეცნობიერიდან. ძლიერი ნებისყოფის მქონე სატურნი ასევე ატარებს დროს ემოციურ თევზებთან, რაც სურიერი სიმშვიდის მომასწავლებელია. წლის ორი შთამბეჭდავი მთვარის დაბნელებიდან ერთი იქნება იდუმალ მორიელში,  მაისის დასაწყისში, როდესაც მთვარე სავსეა, თქვენს ცხოვრებას მღელვარება და ინტრიგა შეემატება.

გამოხატე ემოცია

მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0

დატოვე კომენტარი

თქვენთვის საინტერესო