რატომ არის საჭირო აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა? TikTok აგროვებს ისეთი ტიპის მონაცემებს, როგორც სხვა აპლიკაციები, მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ეს მონაცემები შეიძლება მოხვდეს ჩინეთის მთავრობის ხელში.
აშშ ამბობს, რომ ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკელთა წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის ან პროპაგანდის გასავრცელებლად. მან უკვე აკრძალა აპი სამთავრობო მოწყობილობებიდან, ეს ნაბიჯი გადადგეს ასევე დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა. ინდოეთმა ასევე აკრძალა აპლიკაცია 2020 წელს.
TikTok დაჟინებით ამტკიცებს, რომ არასოდეს შეასრულებს ბრძანებას ჩინეთის ოფიციალური პირებისთვის მონაცემების გადაცემის შესახებ.
ყოველი მესამე ამერიკელი იყენებს TikTok-ს და ასეთი პოპულარული აპლიკაციის აკრძალვა უპრეცედენტო იქნება აშშ-ში.
როგორ შეძლებს აშშ-ს მთავრობა შეუზღუდოს საზოგადოებას მასზე წვდომა?
სამთავრობო აკრძალვის აღსრულების ყველაზე სავარაუდო გზა იქნება აპლიკაციების მაღაზიებიდან ამოღება, როგორიცაა Apple და Google, ისინი ამოიღებენ TikTok-ს თავიანთი პლატფორმებიდან და ხალხი ვეღარ შეძლებს მის ჩამოტვირთვას, მაგრამ მათ, ვისაც უკვე აქვს აპი, ის მაინც ექნება ტელეფონში. დროთა განმავლობაში აპი შეწყვეტს განახლებას, რაც პრობლემას შეუქმნის მომხმარებლებს და საბოლოოდ ვეღარ შეძლებს მის გამოყენებას.