მსოფლიოსაზოგადოება

რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობა – Pfizer-ი წამალს ცდის, რომელიც შესაძლოა, ადამიანებმა, სახლის პირობებშიც მიიღონ

faizeri

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია ებ­რძვის. ამ დრო­ის­თვის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბუ­ლია ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ერ­თი ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს წა­მა­ლი, აბე­ბი Covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ.

ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­ზე სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მათ შო­რის, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე იმე­დის მომ­ცე­მად Pfizer-ის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ შექ­მნილ წა­მალს მი­იჩ­ნე­ვენ, რო­მელ­ზეც კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რებს და თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ვირუს­თან ბრძო­ლა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­მა­ლი გარ­დამ­ტე­ხიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

faizeri

 

  • მე­დი­კო­სებს იმე­დი აქვთ, რომ ეს პრე­პა­რა­ტი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის გზა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს შე­ას­რუ­ლებს.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა, “ტე­ლეგ­რა­ფი” წერს, Pfazer-ი აშშ-სა და ბელ­გი­ა­ში ატა­რებს კლი­ნი­კურ კვლე­ვას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბებს უკვე ცდი­ან ადა­მი­ა­ნებ­ზე. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლია 60 მო­ხა­ლი­სე, რო­მელ­თა ასა­კიც 18-დან 60 წლამ­დეა. წა­მა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად SARS-CoV-2-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაა შექ­მნი­ლი.

“ტე­ლეგ­რა­ფის“ ცნო­ბით, თუ კვლე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში უკვე წლის ბო­ლოს­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ან­ტი­ვირუ­სულ წა­მალს ამ დრო­ის­თვის კო­დი­რე­ბულ სა­ხელს – PF 07321332-ს უწო­დე­ბენ. მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, წა­მალ­მა ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა უნდა შე­ა­ჩე­როს. პრო­ფე­სო­რი პენი ვარ­დი ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

coronavirus2-

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­ზე Pfizer-ის მეც­ნი­ე­რე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე მუ­შა­ო­ბენ.

“ჩვენ შევ­ქმე­ნით კო­რო­ნა­ვირუ­სის პო­ტენ­ცი­უ­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი, აბე­ბი, რო­მე­ლიც უნდა და­ი­ნიშ­ნოს ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დროს, იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბაც არ არის კრი­ტი­კუ­ლი“, – ნათ­ქვა­მია “ფა­ი­ზე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წა­მალ­მა კვლე­ვის რამ­დე­ნი­მე ფაზა უნდა გა­ი­ა­როს იმის­თვის, რომ ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­ეშ­ვას. კვლე­ვის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მის 60 მო­ხა­ლი­სე­ში გა­მოც­დას გუ­ლის­ხმობს, მა­ი­სის ბო­ლოს უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი, ხოლო თუ წა­მა­ლი ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, წლის ბო­ლოს­თვის შე­საძ­ლოა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შეძ­ლონ.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი ის­რა­ელ­შიც შექ­მნეს და წა­მა­ლი ამ დრო­ის­თვის კვლე­ვის ფა­ზა­შია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან ამ დრომ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით 3,1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სა­ერ­თო ჯამ­ში კი 148,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გამოხატე ემოცია

მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
ბაჰამის კუნძულები
მოგზაურობა

5 მიზეზი ბაჰამის კუნძულების მოსანახულებლად

დაახლოებით 700 კუნძული აყალიბებს საოცარ კუნძულს ბაჰამის კუნძულებს, ადგილს, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს უმასპინძლდება. ისინი, ...
ილონ მასკი1
კატეგორიის გარეშე

Tesla-ს და Twitter-ის ხელმძღვანელი- ილონ მასკი

ილონ მასკმა ოფიციალურად დაკარგა Forbes-ის ყოველწლიური „მსოფლიო მილიარდერების სიის“ პირველი ადგილი. Tesla-ს და Twitter-ის ხელმძღვანელი ...

Leave a reply

You may also like