ბიზნესიეკონომიკამსოფლიოტექნოლოგიები

Samsung-ის ტელეფონების მოგების ზრდა პანდემიის დაწყებიდან

სამსუნგი მოგებას ზრდის

Samsung Electronics-მა 2018 წლის შემდეგ პირველი ძლიერი კვარტალური მოგება გამოაცხადა ძლიერი მობილური გაყიდვებიდან გამოდინარე, რომელსაც მისი ფლაგმანი Galaxy S21-ს ხაზი უძღვება.

კორეული გიგანტის წმინდა მოგებამ 46,3%-ით მოიმატა, ვიდრე 2020 წლის ანალოგიური კვარტალში და დაახლოებით $ 6,4 მილიარდი შეადგინა.

ტელევიზორისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვებმა ასევე ძლიერი ზრდა განიცადა. ეს კი გამოწვეულია ლოქდაუნის გამო სახლში ხალხის დიდხანს დარჩენით.

ამასთან კომპანიისთვის მოგება შეამცირა მათი ჩიპების წარმოების წარუმატებელმა შედეგებმა.

”სმარტფონებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის სოლიდურმა გაყიდვებმა გადააჭარბა ნახევრადგამტარებისა და დისპლეის მოგებას,” – ნათქვამია კომპანიის მოგების ანგარიშში.

მისი მთავარი კონკურენტმა პრემიუმ ტელეფონებში, Apple-მა ასევე გამოაქვეყნა გაყიდვების შედეგები სამშაბათს, ხოლო iPhone-ის გაყიდვები ჩინეთში ხელს უწყობს კომპანიის მოგების გაორმაგებას პანდემიის დაწყებიდან.

ორივე კომპანიამ კარგ შედეგს მიაღწია პანდემიის დროს, რადგან ბევრმა მომხმარებელმა აირჩია ტელეფონების, ლაპტოპებისა და სხვა მოწყობილობების განახლება სახლიდან სამუშაოდ.

Samsung შედარებით მშვიდად და უშეცდომოდ მიდის წინ, რასაც მეორე კვარტალში უფრო ძლიერი შედეგები მოჰყვა, რადგან Covid-19 პანდემიიდან ეკონომიკა აღდგენის ტემპს იკრებს და უფრო მეტი მომხმარებელი 5G მობილური სერვისის განახლებას ცდილობს.

ჩიპების ნელი გაყიდვები

მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, გლობალური შემცირებების გამო, სამსუნგის ჩიპების ბიზნესმა დარტყმა განიცადა შიდა წარმოების ზრდის შეყვეტითა და ტეხასის ქარხნის შოკისმომგვრელი შეჩერებით თებერვალში.

თუმცა, ქარხანამ განაახლა სრული წარმოება და მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპმწარმოებელი ქარხანა მეორე კვარტალში ნახევარგამტარული ბიზნესისთვის უფრო ძლიერ შედეგებს ელოდება.

ელექტრონული გიგანტი გაფრთხილდა, რომ ეს შეიძლება აისახოს ფლაგმანური სმარტფონების გაყიდვების შემცირებაში და აგრძელებს ზოგიერთი კომპონენტის პრობლემების აღმოფხვრას.

მემკვიდრეობითი გადასახადი

ეს მონაცემები გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც სამსუნგის თავმჯდომარე ოჯახის წარმომადგენელმა ლი კუნ ჰეიმ განაცხადა, რომ აპირებს გადაიხადოს 12 ტრილიონ ვონზე მეტი (10,78 მილიარდი დოლარი) მემკვიდრეობის გადასახადი მის ქონებაზე.

საგადასახადო საკითხს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს Samsung-ში ლის ოჯახის წილზე.

ამასთან, განცხადებაში მცირე სიცხადე იყო იმის შესახებ, გაყიდიდა თუ არა ლი ოჯახი რაიმე აქციას გადასახადის გადახდისთვის.

გამოხატე ემოცია

მომწონს
1
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
1
გაბრაზებული ვარ
0
ხის სახლები და კოტეჯები
ბიზნესი

ხის სახლები და კოტეჯები – თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტა

ხის სახლები და კოტეჯები გახდნენ მზარდი პოპულარობის მქონე არჩევანი მათი უნიკალური სილამაზის, ეკოლოგიურობისა და თბილი, ...
ბიზნესი

ლოგოს მნიშვნელობა ბიზნესისთვის

დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე, ბიზნესი მუდმივად ცდილობს გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან და დატოვოს ხანგრძლივი შთაბეჭდილება სამიზნე აუდიტორიაზე. მარკეტინგის ...
Wordpress საიტი
ბიზნესი

WordPress ის გამოყენება თქვენი ბიზნესისთვის

დღეს ინტერნეტში არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ზომის ბიზნესისთვის. თქვენი ვებსაიტი ემსახურება როგორც ელექტრონულ კომერციას, რომელიც ...

დატოვე კომენტარი

თქვენთვის საინტერესო