მსოფლიოტექნოლოგიები

SpaceX-მა სტარშიფი პირველად დასვა წარმატებით, თუმცა რაკეტა მაინც აფეთქდა

SpaceX სტარშიფი

SpaceX-მა საკუთარი ხომალდის, SN10 სტარშიფის პროტოტიპი წარმატებით დასვა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ის მაინც აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აფეთქებისა, SpaceX-მა სტარშიფის პროტოტიპი პირველად დასვა წარმატებით.

რაკეტა დედამიწაზე მას შემდეგ დაჯდა, რაც 10 კმ სიმაღლეზე ავიდა და უკან ულამაზესად დაეშვა. სპეციალურ პლატფორმაზე პროტოტიპი ვერტიკალურად დაეშვა, მაგრამ ოდნავ გადახრილად, სავარაუდოდ, დამშვები ფეხების გარკვეული ხარვეზის გამო.

ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროტოტიპი საერთოდ დაჯდა, წარმოუდგენლად იმედისმომცემი ნიშანია. სტარშიფი ის რაკეტაა, რომელზეც SpaceX-ი მარსზე გამგზავრების იმედებს ამყარებს.

შეგიძლიათ, უყუროთ სრულ ვიდეოს:

სტარშიფის დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე გაშვებისა და შემდეგ უკან დაჯდომის წინა მცდელობებიც დასაჯდომ პლატფორმაზე აფეთქებით დასრულდა. ამ ეტაპზე, პროტოტიპი სულ მცირე დაჯდომის პირველ ეტაპს გადაურჩა და შესაბამისად, ეს უკვე პროგრესია.

გაშვება პირველად 3 მარტის დილით იყო დაგეგმილი, SpaceX-ის ტეხასის პლატფორმიდან, მაგრამ გარკვეული ხარვეზის გამო, მცდელობა უკანასკნელ წუთში გაუქმდა.

ილონ მასკის განცხადებით, საბორტო კომპიუტერმა მიიღო მონაცემები, რომელიც იუწყებოდა, რომ ძრავა მოსალოდნელზე უფრო ჩქარა მუშაობდა.

ამის დარეგულირება ფრენის პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეძლო და სწორედ ამიტომ მოხერხდა გაშვების მეორე მცდელობის ასე სწრაფად განხორციელება.

მართალია, წარმატებით სტარშიფის წინა პროტოტიპებიც არის გაშვებული, მაგრამ დაჯდომის მომენტში ყველა მათგანი აფეთქდა. ამჯერად, მასკის შეფასებით, რომ სტარშიფის პროტოტიპს დაჯდომისას გადარჩენის 60-პროცენტიანი შანსი ჰქონდა.

კოსმოსურ მოგზაურობათა ხარჯების დრამატულად შესამცირებლად, SpaceX-ს სურს, რომ რაკეტები მრავალჯერადი გამოყენების იყოს, „ფალკონ 9-ის“ მსგავსად, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით ააქვს ტვირთი, აჰყავს და ჩამოჰყავს ასტრონავტები.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

გამოხატე ემოცია

მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
ესპანეთი/Spain
მოგზაურობა

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვესტუმროთ ესპანეთს

ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს 5 საუკეთესო მიზეზს, რატომ უნდა ესტუმროთ ესპანეთს და რას ნახავთ ესპანეთში მოგზაურობისას ...
Thailand
მოგზაურობა

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვესტუმროთ ტაილანდს

გაატარე შვებულება ტაილანდში. თუ გიყვართ მზე,ზღვა და ეგზოტიკური ადგილები ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა. პლაჟებით, სასახლეებითა ...
თურქეთი/Turkey
მოგზაურობა

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვესტუმროთ თურქეთს

ყველა ქვეყანა თავისი ისტორიული კულტურული და სხვა მახასიათებლებით გამოირჩევა,მათ შორისაა თურქეთიც,ქვეყანა,რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ...
ხელოვნური ინტელექტი
მეცნიერება

უნდა გვეშინოდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის?

ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მუშაკებზე, განსაკუთრებით მომსახურების ინდუსტრიაში. მიუხედავად ბოლოდროინდელი შიშისა, AI არ ზღუდავს ...

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

თქვენთვის საინტერესო