ინფორმაცია ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებზე
- ელემენტი: დედამიწა
- ფერი: ნაცრისფერი, კრემისფერი, ღია-ყვითელი
- დღე: ოთხშაბათი
- მმართველი: მერკური
- თავსებადობა: თხის რქა, კირჩხიბი, კურო
- იღბლიანი რიცხვები: 5, 9,14, 15, 23, 32
- თარიღები: 23 აგვისტო – 22 სექტემბერი
ქალწულის პიროვნული თვისებები
ძლიერი მხარეები: ერთგული, ანალიტიკური, კეთილი, შრომისმოყვარე, პრაქტიკული.
სუსტი მხარეები: მორცხვი, ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის და სხვების მიმართ.
ქალწულს მოსწონს: ცხოველები, ჯანსაღი საკვები, წიგნები, ბუნება, სისუფთავე.
ქალწულს არ მოსწონს: უხეშობა, დახმარების თხოვნა, ყურადღების ცენტრში მოხვედრა.
ქალწულები ცნობილია დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებითა და ადამიანურობის ღრმა გრძნობით, რაც მათ ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე მზრუნველ ნიშანად აქცევს. ამ ნიშნის ხშირად არასწორად ესმით არა იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის გამოხატვის უნარი, არამედ იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის არ ენდობიან სხვებს.
როგორც დედამიწის ნიშანი, ქალწულები მშვენივრად ეწყობიან კუროსა და თხის რქას. ისინი ეწევიან ორგანიზებულ ცხოვრებას და მაშინაც კი, როცა ყველაფერი ქაოტური ხდება, მათი მიზნები და ოცნებები მაინც მკაცრად არის განსაზღვრული მათ გონებაში. მათი შეშფოთება დეტალებზე იმდენად ძლიერია, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ზედმეტად კრიტიკულები და შეშფოთებულნი იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება სხვებს დიდად არ აინტერესებდეთ, მუდმივად წუხდნენ, რომ შესაძლოა გამოტოვონ რაღაც, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია.
მერკური, როგორც მათი მმართველი პლანეტა, ქალწულებს ანიჭბს კარგად განვითარებულ სიტყვისა და წერის უნარს, ისევე როგორც კომუნიკაციის სხვა ფორმები. ბევრ ქალწულს შეუძლია აირჩიოს მწერლის, ჟურნალისტის და მბეჭდავის კარიერა, მაგრამ მათი სურვილი, ემსახურონ სხვებს, მათ ბუნებრივ მომვლელებად აქცევს, რომლებსაც აქვთ მიზანდასახული სხვების დახმარება.