თუ გთხოვეს ერთი დღის გატარება სმარტფონის გარეშე, როგორ ფიქრობთ, მარტივად შეძლებთ ამის გაკეთებას? მკვლევარებმა, რომლებმაც ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს ტელეფონების გარეშე დარჩენილიყვნენ სხვადასხვა დროის განმავლობაში, აღმოაჩინეს, რომ ტექნოლოგიური ჩვევის დარღვევა, თუნდაც მოკლე ინტერვალით, შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს. ჩვენი ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ აქვთ თუ არა სმარტფონებს უარყოფითი გავლენა ჩვენს ტვინზე?
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტელეფონის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვების სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე, დაარღვიოს ძილის რეჟიმი და ზოგიერთი ადამიანის ტვინის მოქმედება შეანელოს.
სოციალურ-ემოციური უნარები
ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებულ კომენტარში, ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა, უფრო დეტალურად დაათვალიერეს ხელმისაწვდომი ლიტერატურა, სმარტფონისა და iPad-ის გამოყენების შესახებ, მცირეწლოვან ბავშვებში.
ისინი გვაფრთხილებენ, რომ ასეთი მოწყობილობების გამოყენებამ ბავშვების გასართობად ან დასამშვიდებლად, შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრაქტიკული აქტივობები და ის, რაც გულისხმობს უშუალო ადამიანურ ურთიერთქმედებას, აღემატება ინტერაქტიულ ეკრანულ თამაშებს. მობილური მოწყობილობების გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია. ასეთი მოწყობილობები ცვლის პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ვიზუალურ-მოტორული და სენსორმოტორული უნარების განვითარებას.
დარღვეული ძილი
ძილის წინ სმარტფონის ან ტაბლეტის გამოყენება ხელს უშლის თქვენი ჩაძინების პროცესს.
ძილის ზოგიერთი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ეს არის თქვენი მობილური მოწყობილობის ეკრანიდან გამოსხივებული შუქის ტიპი, რომელმაც შეიძლება უბრალოდ დაარღვიოს თქვენი ძილის ციკლი, თქვენი მოწყობილობის გამორთვის შემდეგაც კი.
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში, ათეულ ზრდასრულ მონაწილეს სთხოვეს წაეკითხათ iPad-ში ოთხი საათი, ყოველ ღამე ძილის წინ, ან წაეკითხათ ნაბეჭდი წიგნები სუსტი განათებით.
მათთან, ვინც ძილის წინ iPad-ში კითხულობდა, მელატონინის დონის შემცირება აჩვენა- ეს არის ჰორმონი, რომელიც მატულობს მთელი საღამოს განმავლობაში და იწვევს ძილიანობას. ასევე, ამ მონაწილეებს მეტი დრო დასჭირდათ დასაძინებლად და ისინი განიცდიდნენ ნაკლებ REM ძილს მთელი ღამის განმავლობაში. დამნაშავე კი ის ცისფერი შუქია, რომელსაც ასხივებენ მობილური მოწყობილობების უმეტესობა.