Apple-მა სამშაბათს დაამატა ახალი შესაძლებლობა თავის ციფრულ საფულეში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადონ ონლაინ შესყიდვებისთვის, განვადებით.
ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Apple Pay Later, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაანაწილონ შენაძენისთვის გადახდები, ექვსი კვირის განმავლობაში. Apple-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ განაცხადონ სესხის მოთხოვნა Wallet აპლიკაციის ფარგლებში, $50-დან $1000-მდე, პროცენტის და საკომისიოს გარეშე, ონლაინ ან აპიდან შესყიდვების განსახორციელებლად.
გადახდის ეს ვარიანტი შეერთებულ შტატებში მომხმარებელთა შერჩევისთვის ვრცელდება ახლა და გეგმავს შესთავაზოს იგი ყველა Apple-ის მომხმარებელს, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
Apple-მა ეს ფუნქცია პირველად გასულ წელს გამოიყენა.
კომპანიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც შეამჩნია, რომ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა იყენებს მოგვიანებით გადახდის სერვისებს. ამასთან ერთად, არსებობს კიდევ სხვა პოპულარული სერვისები, რომლებიც გვთავაზობენ გადახდის იმავე ვარიანტს, როგორიცაა Affirm, Klarna და Afterpay.
მაგრამ ზოგიერთმა ეკონომისტმა და მომხმარებელთა დამცველმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ამ სერვისებმა შეიძლება გამოიწვიოს მყიდველეთა მეტი დავალიანება.
“განვადების პროცესი ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაც პრაქტიკულად არაფერს იხდის იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რომელსაც იძენს” – განაცხადა კანზას სიტის ფედერალური რეზერვის გადახდის სისტემების მკვლევარმა სპეციალისტმა, ტერი რ. ბრედფორდმა. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმაზე მეტი დავალიანების აღება, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში, თანხის ერთიანად გადახდის დროს.