მოგზაურობამსოფლიო

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვესტუმროთ ტაილანდს

გაატარე შვებულება ტაილანდში. თუ გიყვართ მზე,ზღვა და ეგზოტიკური ადგილები ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა. პლაჟებით, სასახლეებითა და მისასალმებელი ატმოსფეროთი განთქმული ტაილანდი,რომელიც სრულად არის მოცული ტროპიკებში, აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი ეკოსისტემები, რომლებიც საოცარ ემოციებს დაგიტოვებთ.

Thailand

ტაილანდი

გთავაზობთ ხუთ გამორჩეულ მიზეზს ტაილანდის მოსანახულებლად!

1: ტაძრები

აუცილებლად მოსანახულებელია ტაილანდში არსებული ტაძრები.
ტაილანდში 40000-ზე მეტი ტაძარია,რომლიდანაც ზოგი ნანგრევებადაა ქცეული, ზოგი კი აქტიური ტაძრებია. ამ ადგილებში ხშირად ასახულია რეალურ გარემოში არსებულ ცოცხალ არსებებსა და ადამიანებზე ბევრად დიდი ქანდაკებები და სტრუქტურები.

სადაც არ უნდა დარჩეთ ტაილანდში, განსაცვიფრებელი ტაძრები სავარაუდოდ ახლოს იქნება. ნახეთ მსოფლიოში ცნობილი პუკეტის დიდი ბუდა და ტაილანდის სხვა აუცილებლად სანახავი ტაძრები, როგორიცაა Wat Chalong, Wat Khao Rang, Wat Phra Thong და სხვა.

Big buddha in phuket

პუკეტის დიდი ბუდა             

2: აბრეშუმის ბაზრები

რაც ადამიანების უმეტესობამ არ იცის, სანამ ტაილანდს არ ეწვევა, არის ის, რომ ამ ტროპიკულ სამოთხეში არის მსოფლიოში საუკეთესო აბრეშუმის სახლი – Ban Tha Sawang Silk Weaving Village, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ის მდებარეობს ულამაზეს ქალაქ სურინთან ახლოს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და იპოვოთ უნიკალური სუვენირები სახლში წამოსაღებად ან მეგობრებისთვის. ტურისტებისთვის განკუთვნილი ეს ადგილი სტუმრებს საშუალებას აძლევს უყურონ, თუ როგორ ამზადებენ მაღალი ხარისხის აბრეშუმის ნაწარმს ხელით, გამოცდილი ხელოვანები.

Woman-weaving-silk-scarves-Ban-Xang-

აბრეშუმის ბაზარი               

3: სპილოები

ტაილანდში სპილო დიდ სიწმინდედ ითვლება! ტურისტები ჩასვლისთანავე შეამჩნევენ, რომ ყველგან სპილოების ქანდაკებები, ნამუშევრები და სიმბოლოებია გამოფენილი. ტაილანდური კულტურა აღნიშნავს სპილოებს, როგორც კეთილდღეობის სიმბოლოს და არსებობს შესაძლებლობა ტურისტებისთვის, რომ ეწვიონ სპილოების საკურთხევლებს. გარდა ამისა მათ ეძლევათ საშუალება პირადად იკონტაქტონ სპილოებთან.ასევე აღსანიშნავია, რომ ტაილანდში აქცენტი კეთდება სპილოების ეთიკურ საკურთხევლებზე, რომლებიც ტურისტებს საგანმანათლებლო და უფრო ხელმისაწვდომ გამოცდილებას აძლევს. ამ ძალისხმევის წყალობით, ვიზიტორებს ახლა შეუძლიათ სპილოებთან ურთიერთობა ბევრად უფრო კეთილი გზით. მოკლედ აუცილებლად გირჩევთ, რომ იხილოთ ეს ყოველივე, ნამდვილად იხალისებთ და საოცარი შთაბეჭდილებებით აივსებით.

white-elephants thailand

white-elephants Thailand                       

4: The Mango Sticky Rice

დიახ, ყველას, ვინც ტაილანდში ჩადის, უყვარდება მანგოს წებოვანი ბრინჯი. ბევრის ადამიანის მიერ ტაილანდის ოფიციალურ დესერტად მიჩნეული. ეს გემრიელი კერძი თითქმის ყველა ტაილანდურ რესტორანში შეგხვდებათ. მანგოს წებოვანი ბრინჯი დამზადებულია ახალი მანგოს და ქოქოსის რძით, რომელშიც შერეულია ბრინჯი. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეს ტრადიციული დესერტი შეიძლება მიირთვათ როგორც ხელით, ასევე კოვზით.

MangoStickyRice

The Mango Sticky Rice                           

5: the snorkeling

თუ ტაილანდში მოხვდებით აუცილებლად იხალისეთ snorkeling ით!
სნორკელინგი არის წყლის ზედაპირის გასწვრივ ცურვა, რომელის დროსაც ადამიანი აღჭურვილია ნიღბით ( სათვალეებით), სნორკელით ( სასუნთქი მილით) და ჩვეულებრივ საცურაო ლასტებითა და სამოსით. ნიღაბი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ მკაფიო ხედვა წყალში. სნორკელი საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ წყლის ქვეშ ნიღბბის/სათვალის დახმარებით კი შეძლებთ დატკბეთ წყალქვეშა სამყაროს სილამაზით.

the snorkeling

the snorkeling

ტაილანდი ელოდება მოგზაურებს, რომლებსაც ნამდვილად გაოცებულს დატოვებს და აავსებს გამორჩეული ემოციებით.

 

გამოხატე ემოცია

მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
ბაჰამის კუნძულები
მოგზაურობა

5 მიზეზი ბაჰამის კუნძულების მოსანახულებლად

დაახლოებით 700 კუნძული აყალიბებს საოცარ კუნძულს ბაჰამის კუნძულებს, ადგილს, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს უმასპინძლდება. ისინი, ...
ესპანეთი/Spain
მოგზაურობა

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვესტუმროთ ესპანეთს

ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს 5 საუკეთესო მიზეზს, რატომ უნდა ესტუმროთ ესპანეთს და რას ნახავთ ესპანეთში მოგზაურობისას ...

დატოვე კომენტარი

თქვენთვის საინტერესო