ჩინეთში არასრულწლოვანი გეიმერებისთის კომენდანტის საათი ამოქმედდება. 18 წლამდე გეიმერებს ონლაინ ვიდეოთამაშებში შესვლა 22:00-დან 08:00-მდე აეკრძალებათ.
კვირის დღეებში მათი სათამაშო დრო 90 წუთით იქნება განსაზღვრული, უქმეებსა და დასვენების დღეებში კი თამაშს 3 საათის განმავლობაში შეძლებენ.
ამასთან, 16 წლამდე ახალგაზრდები ვიდეოთამაშებზე თვეში მხოლოდ $29 დოლარის დახარჯვას შეძლებენ, 16-18 წლის მოზარდები კი $58-ის.
გამოხატე ემოცია
მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
1
ნეიტრალურად ვარ
1
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0