ყველა ქვეყანა თავისი ისტორიული კულტურული და სხვა მახასიათებლებით გამოირჩევა,მათ შორისაა თურქეთიც,ქვეყანა,რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ სანამ მის მონახულებას გადაწყვეტთ და გთავაზობთ 5 მიზეზს თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ თურქეთში.
1.ისტორია და კულტურა
თურქეთი, (ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა) — ტრანსკონტინენტალური ქვეყანაა ევრაზიაში, რომელიც ძირითადად მდებარეობს დასავლეთ აზიაში, მცირე ნაწილით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
თურქეთი უძველესი ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული ისტორიითა და კულტურით,რაც მას მომხიბვლელ ადგილად აქცევს ყველასთვის.
ვისაც ისტორიისა და კულტურის ინტერესი აქვს აუცილებლად უნდა მოინახულოს ეს ქვეყანა,რადგან აქ გაეცნობა ძალიან ბევრ ისტორიულ დეტალს.
2.ფანტასტიკური საჭმელი
თურქულ სამზარეულოში ახლო აღმოსავლური, აზიური და ევროპული კერძების ერთობლიობა ერწყმის ერთმანეთს.
თურქეთში გელით ახალი, სეზონური პროდუქტებით სავსე მეზეს პორციები; უგემრიელესი ქაბაბი (უფრო გემრიელი ვიდრე დონერის ქაბაბი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივ გარე სივრცეებში), შაურმაები, ჩაშუშული და მრავალი სხვა. თურქეთის თითოეულ რეგიონს აქვს განსხვავებული ადგილობრივი კერძები:აუცილებლად დააგემოვნეთ ახლად დაჭერილი ზღვის პროდუქტები და ველური მწვანილი ეგეოსის სანაპიროზე,ასევე ქაბაბი,რომელიც უხვად მოიძებნება ქვეყნის ცენტრში, ხოლო სტამბულში ჩასვლისას გასინჯეთ ოსმალური სამზარეულოს ეგზოტიკური არომატული კერძი ბულიონი,რომელიც წითელი ხორცით და ბრინჯითაა მომზადებულ,კერძი,რომელსაც მიირთმევდნენ სულთნები და მათი კარისკაცები ოსმალეთის იმპერიის დროს. ასევე არ გამოტოვოთ ოსმალეთის იმპერიიდან წარმოშობილი გემრიელი, ტკბილი დესერტი, ბაქლავა,რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.ასევე გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ მათი დელიკატესები.
3.სტამბოლი
სტამბული-ქალაქი, რომელიც მოიცავს ორ კონტინენტს,არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ თურქეთის მონახულების მიზეზების სიიდან. ეს არის ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, სადაც მდებარეობს აია სოფიას ტაძარი,რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან ნაგებობად.სულთან აჰმედის მეჩეთი იგივე ცისფერი მეჩეთი, რომელსაც ასე ეწოდა ლურჯი ფილების გამო, რომლითაც გარშემორტყმულია შიდა კედლებზე.
ასევე არ უნდა გამოტოვოთ გრანდ ბაზარი(Grand Bazaar), 4000მდე გამყვიდველიან ლაბირინთში, სადაც ყიდიან სამკაულებს, ანტიკვარებს, ტყავის ტანსაცმელს და უთვალავ სხვა საქონელს ან სანელებლების ბაზარი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბაზარია და სავსეა ზაფრანის, შაქრისა და სანელებლების სურნელებით.
4.პეიზაჟები
თუ თურქეთში მოხვდებით აუცილებლად უნდა დატკბეთ კაბადოკიის ულამაზესი ხედებით.კაბადოკია, აღმოსავლეთის ქვეყნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში. რეგიონი გარშემორტყმულია მთებით და აქვს არაჩვეულებრივი ბუნებრივი ლანდშაფტი.ცნობილია,რომ აქ პირველმა ქრისტიანებმა იპოვნეს თავშესაფარი დევნის დროს, აღმართეს მღვიმეების დასახლებები ვულკანურ ტუფში, მიწისქვეშა ქალაქებსა და გამოქვაბულთა მონასტრებში. ეს უკანასკნელი ქმნის გორემის ეროვნულ პარკს, მუზეუმს ღია ცის ქვეშ.
ასევე უნდა ნახოთ პონტოს მთის ქედი კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი, განსაკუთრებით სუმელას მონასტერი, რომელიც მთის ნაპირზეა აგებული (ისევე როგორც შესანიშნავი ვეფხვის ბუდის მონასტერი ბუტანის მთებში) და ბიზანტიური მონასტერი,რომელიც ულამაზესი ფრესკებითაა შემკული.
5.ეგეოსის ზღვის სანაპირო
ეგეოსის სანაპირო, ჩვენი მოკრძალებული აზრით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა. ჩვენ გირჩევთ ნავით გაიაროთ სანაპირო ზოლის ეს მონაკვეთი და ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით.
გირჩევთ მშრალ მიწაზე, რამდენიმე შესანიშნავ სანაპიროზე სასეირნოდ წახვიდეთ, მათ შორის ლიკიის გზაზე,ის 300 მილის სიგრძის საფეხმავლო ბილიკია, რომელიც გადის თურქეთის სანაპიროზე, რომელიც შეტანილია მსოფლიოში შორ მანძილზე გასეირნების საუკეთესო ათეულში.
ასევე ყველას, ვისაც წაუკითხავს ტერი ჰეისის რომანს „მე პილიგრიმი“ შეიძლება ჰქონდეს ოდნავ დამახინჯებული აზრი ქალაქ ბოდრუმზე, მაგრამ დაივიწყეთ ეს ყველაფერი და გაატარეთ დრო ქალაქში და მის გარშემო, ნამდვილად არ ინანებთ. განსაკუთრებით საინტერესოა რეგიონის მომხიბლავი ბერძნული და რომაული ისტორია,ასევე ლიკიის კლდის სამარხები,რომელიც ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია.
მოკლედ აუცილებლად ესტუმრეთ თურქეთს რათა დატკბეთ მისი ულამაზესი ხედებით, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და გაეცნოთ მის ისტორიულ დეტალებსა და ღირსშესაბიშნაობებს.
აღსანიშნავია,რომ ბევრ უცხო ქვეყანასთან შედარებით თურქეთში მოგზაურობა და დასვენება ბევრად ხელმისაწვდომია.