
პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.
“სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ.
ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 27 აპრილს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები 20:00 საათიდან გაივლიან.
გამოხატე ემოცია
მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0