
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა 86 ხმით 6 ხმის წინააღმდეგ აირჩია პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა.
კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. იგი ამ პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.
მის კანდიდატურას სხდომათა დარბაზში მხარდაჭერა გამოუცხადეს “მოქალაქეებმა” და “ევროპელმა სოციალისტებმა”.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა 3 დღის წინ, 24 აპრილს დატოვა. ამავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” სპიკერად კახა კუჭავა წარადგინა.
კახაბერ კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს.
მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ.
მისი ბიოგრაფია შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ: ქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე