პოლიტიკასაზოგადოება

Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.

“სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ.

ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 27 აპრილს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები 20:00 საათიდან გაივლიან.

გამოხატე ემოცია

მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
უკრაინის ომი
პოლიტიკა

“ბახმუტში რუსებს დრო ეწურებათ”

“რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის, ქალაქ ბახმუტში მნიშვნელოვან ძალებს კარგავენ, დამპყრობლებს იარაღი ეწურებათ და უკრაინის შეიარაღებული ...
ვლადიმირ ზელენსკი
მსოფლიო

უკრაინის ომი: ზელენსკი ბახმუტის ფრონტის ხაზთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან ახლოს ფრონტის ხაზზე დაბრუნდა, სადაც ბრძოლები თვეების განმავლობაში მძვინვარებს. განადგურებული ...
გლობალური კრიზისი
მსოფლიო

გლობალური წყლის კრიზისი „კონტროლიდან გამოდის“

მსოფლიო  მოახლოებული წყლის გლობალური კრიზისის წინაშე დგას, რომელსაც ემუქრება „კონტროლიდან გასვლა“, რადგან წყალზე გაზრდილი მოთხოვნა და ...
ვაქცინაცია
მსოფლიო

შეუძლიათ თუ არა დამსაქმებლებს მოსთხოვონ თანამშრომლებს COVID-19 ვაქცინაცია?

ექსპერტები აზიარებენ დეტალებს სავალდებულო ვაქცინის პოლიტიკის განხორციელების შესახებ როდესაც 2020 წლის დეკემბერში აშშს მიერ დაიწყო ...

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

თქვენთვის საინტერესო