რას ეძებ?

სიახლეები

The Times: რუსეთმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო

გაზიარება

რუსეთმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვის მხრიდან ახალი ფრონტის გახსნას შეეცდება.

“არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი აპირებს თავდასხმას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაზე, რომელსაც ჯარში მხოლოდ 3250 ჯარისკაცი ჰყავს. წარმატებული სამხედრო ოპერაცია რუსეთის ჯარების დასავლეთიდან უკრაინის ოდესის შავი ზღვის პორტში გადასვლას გამოიწვევს. ჩვენ გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინის საფრთხე იქნება ეგზისტენციალური”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, რუსეთმა მსგავსი ქმედება შესაძლოა 9 მაისის შემდეგ განახორციელოს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *