რას ეძებ?

სიახლეები

“საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა” – უკრაინის დაზვერვა

გაზიარება

საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, სანქცირებულ პროდუქტებში საბრძოლო მასალებიც მოიაზრება.

“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა შესაძლებლობა მიეწოდებინა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონელი. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. პარალელურად, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, დაზვერვის ოფიცრების თქმით, დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების კიდევ ერთი არხის – აღმოსავლეთ აზიის შესახებ. მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება აღჭურვილობის, ელექტრონიკის და ოპტიკური ინსტრუმენტების სათადარიგო ნაწილები.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება, რომ განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *