რას ეძებ?

სიახლეები

უკრაინა ხარკოვთან მნიშვნელოვანი დასახლების დაბრუნების შესახებ იუწყება

გაზიარება

უკრაინის შეიარაღებული ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სოფელ რუსკა ლოზოვაზე, რომელიც ხარკოვთან ახლოს მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ხარკოვი რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ომის პირველი დღეებიდან, რომლის დაკავებასაც რუსული ჯარები დღემდე ცდილობენ. თუმცა, როგორც BBC-ის კორესპონდენტი დანიელ სენდფორდი წერს, თუ რუსკა ლოზოვას დაბრუნების შესახებ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობა სიმართლეა, ეს ბევრ რამეს ცვლის ხარკოვისთვის ბრძოლაში.

მისი თქმით, ეს უკრაინისთვის მნიშნელოვანი მიღწევაა, რადგან რუსეთის ჯარებს სიღრმეში, რუსეთის საზღვართან გადაისვრის და უკრაინულ მხარეს კონტროლს მოუტანს მთავარ გზაზე, რომელიც რუსულ ქალაქ ბელგოროდსა და ხარკოვს ერთმანეთთან აკავშირებს. ბელგოროდი რუსეთის მთავარია კვანძია ხარკოვისკენ შეტევისთვის, სადაც საწვავისა და იარაღის არაერთი ბაზაა მოწყობილი. ბოლო დღეების განმავლობაში ბელგოროდში არაერთი სტრატეგიული ობიექტი დაიწვა და აფეთქდა, რაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *