X
X

რას ეძებ?

სიახლეები

კორონავირუსმა ახალი თვისება შეიძინა – ჯანმო

გაზიარება

COVID-19 ენდემიური ხდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

ორგანიზაციის ექსპერტის თქმით, ჯანმო ამჟამად სიტუაციის განვითარებისა და კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ვარიანტს სწავლობს.

ენდემიური დაავადება არის დაავადება, რომელიც რომელიმე რეგიონშია ჩვეულებრივ გავრცელებული და ადამიანთა საზოგადოებაში მუდმივად გვხვდება.

“ეს ვირუსი ენდემიური ხდება. ეს უდავოა. მაგრამ ახლა ჩვენ ვართ ამ პანდემიის შუაში და გავრცელების დონე, მისი ინტენსივობა, ისევე როგორც ახალი ინფექციების გავლენის დონე ძირითად სამედიცინო სერვისებზე საკმაოდ მაღალია“, – განმარტა ექსპერტმა.

ამასთან, ჯანმო არ გამორიცხავს, რომ შტამი “ომიკრონის”, შესაძლოა, ბოლო შტამი სულაც არ იყოს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

X
X