X
X

რას ეძებ?

საზოგადოება საქართველო

ლევან ვასაძის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა – ბიზნესმენს ცოტახნის წინ საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა

გაზიარება

ლევან ვასაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას მამა გარდაეცვალა.
“გიორგობას აქეთ დღემდე ვეღარ გავაგრძელე „უძლურის დღიურის“ წერა, რაც მამის გარდაცვალებითა და ჩემი მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებით იყო გამოწვეული.

ის, რომ მე ამ დღიურს ხაზოვნად და ევროპულად ვერ დავწერდი, თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის და ამ ნაწარმოების საწყის თავებში ამისათვის წინასწარ შენდობაც ვთხოვე საზოგადოებას. მაგრამ, ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, რა თქმა უნდა, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას და აქედან გამოსვლაცა და ამის გააზრებაც აწი ჩემი კიდევ ერთი ამოცანაა.

ამ ჩემს განსაცდელს მე აქ ვნებითი ხატოვანებითა და სიღრმით ვერ აღვწერ, უბრალოდ, ცოტა ძუნწად დავწერ და მიმხვედრი თავისით მიხვდება დანარჩენს.
ნებისმიერი ადამიანისათვის მამის დაკარგვა უღრმესი დარტყმაა, მითუმეტეს – ჩემისთანასი.
22 წლის იყო მამა, როდესაც მისსავე დაბადების დღეზე, 1970 წლის 20 დეკემბერს, მე გავუჩნდი საჩუქრად. იმავე წელს მამა, სამ ადამიანთან ერთად, მთაში მოწყდა კლდიდან, თოკში ჩაბმული; მისი მეგობრები დაიღუპნენ, მამა კი, 3 დღე კომაში იყო და როდესაც გონს მოეგო, უმძიმესი ფორმის შეძენილი დიაბეტი აღმოაჩნდა.

დედაჩემის თაოსნობით მთელი ცხოვრება მის გადასარჩენად ვიბრძოდით, მეც, ამ მელექსე კაცმა, მესაქმეობას ხელი მარტო მაგიტომ მოვკიდე და მთელი ცხოვრება ის გვაძლევდა ვაჟკაცობისა და ჭირთა თმენის მაგალითს. ერთხელ არ დაუწუწუნია, ერთხელ არ დაუჩივლია, ხანდახან, ტკივილისას, გმინვას გავიგებდით, მაგრამ, ისიც მოგუდულს.

ძალიან უყვარდა ჩემი ბაბუა-ბებია, თავის სიდედრ-სიმამრი, თავის მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ოჯახი მისთვის მთავარი იყო”, – წერს ლევან ვასაძე.
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

X
X