რას ეძებ?

სხვადასხვა

3 ნიშანი, რომლებსაც ვეფხვის წელი განსაკუთრებულ იღბალს პირად ცხოვრებაში მოუტანს – ნახეთ ასტროლოგის პროგნოზი

გაზიარება

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორ უნდა მოვემზადოთ და რას უნდა ველოდოთ 2022 წლისგან. იმის შესახებ, თუ ვის გაუმართლებს სიყვარულში ვეფხვის წელში ასტროლოგი სოფიო ბზეკელავა საუბრობს:

 

„პროგნოზი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ზოგადად, 2022 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სიყვარული და პირადი ურთიერთობები იქნება. ამიტომ თორმეტივე ნიშანს დიდი შანსი ექნება, იყოს ბედნიერი. არის, რა თქმა უნდა, რამდენიმე ნიშანი, რომლებისთვისაც 2022 წელი პირადი ცხოვრების კუთხით ფოიერვერკული და განსაკუთრებული იქნება, თუმცა, გააჩნია აქამდე რა დავაგროვეთ, რადგან ასტროლოგიას კარმული პრინციპი აქვს, რასაც ვთესთ, იმას ვიმკით.

 

ახლა არის გარდამტეხი პერიოდი. თუ გასაშვებია, უნდა გავუშვათ. მე ბევრჯერ ვიხუმრე კიდეც, რომ 31 დეკემბერს ბევრი წყვილი ჩამოყალიბდება, უნდა იყვნენ თუ არა ერთად. ასევე შანსები არსებობს იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ძველი პარტნიორები წარსულიდან.

 

იცოდეთ, რასაც ახლა დაიწყებთ, დიდხანს გაგრძელდება; რასაც დაასრულებთ, სამუდამოდ დასრულდება. ასევე, 2022 წელს ყველაზე ტრენდული იქნება ერთგულება.

 

გამორჩეული იქნება ეს წელი ვერძებისთვის, ასევე – თევზებისთვის და ეს პერიოდი უკვე 31 დეკემბრიდან დაიწყება და მაისის ჩათვლით იქნება საოცრად წარმატებული.

 

სასიყვარულო კავშირებში იღბალი ელით მორიელებსა და კირჩხიბებს, ასევე – ლომებს და მშვილდოსნებს.

 

გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ სასწორებს, იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაში კარგი შედეგები მიიღონ” – განმარტავს სოფიო ბზეკალავა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *