X
X

რას ეძებ?

საქართველო

რძალმა დედამთილი სცემა

გაზიარება

ოჯახური ძალადობის ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში- 77 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ის დისშვილის მეუღლემ ჩუსტით სცემა. სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს. კონფლიქტიც მათშორის სწორედ საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 77 წლის მოხუცის თქმით მას რძალი ჩუსტს სახეში ურტყამდა.

მოხუცი ჰყვება, რომ სახლი, სადაც ის ცხოვრობს მას და მის დისშვილს ეკუთვნის. ერთ სართულზე თავად ცხოვრობს, მეორეზე კი დისშვილის ოჯახია განთავსებული. მოხუცის თქმით მას სახლში ბუნებრივი აირის შეყვანა სურდა, ამიტომ აბონენტად დასარეგისტრირებლად წილის გადაფორმება მოითხოვა. ამას კი რძლის გაღიზიანება მოჰყვა. 77 წლის ქალი ამბობს, რომ მას რძალი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც სახე დალურჯებული ჰქონდა. ის იძულებული გახდა მომხდარი პოლიციისთვის ეცნობებინა.

სამართალდამცველებმა მოძალადე დააკავეს. მას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

Skip

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

X
X