რას ეძებ?

საქართველო

ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება – დაიხურება თუ არა სკოლები საქართველოში

გაზიარება

მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლების 2,2 პროცენტია ონლაინრეჟიმზე გადასული კორონავირუსის შემთხვევების გამო. გაბუნიას განმარტბით, შემთხვევების ზრდას ხელს უწყობს მცირე იმუნური ფენა, რაც დაბალი ვაქცინაციით არის განპირობებული.

„ბოლო რამდენიმე დღეა 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირება. მაქსიმალური ყურადღებით გამოვლინდება და იმართება ის შემთხვევები, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

წყარო

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *