რას ეძებ?

საზოგადოება

“ქვეყანამ ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

“გამორჩეულად ნიჭიერი და პროგრესული ბიჭი ყოფილა 22 წლის ნიკა კვარაცხელია.

ქვეყანამ ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა.

იმედია მართლმსაჯულება უკიდურესად სასტიკი იქნება მკვლელის მიმართ!”, – წერს ტელეწამყვანი.

ცნობისთვის, ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა