X
X

რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? – ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

გაზიარება

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის მთა­ვარ მო­ტი­ვად, გა­ნი­ხი­ლავს 20 წლის წი­ნან­დე­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბას. ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო ქვეყ­ნი­დან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი “ქი­ლე­რია” და ამ დიდ ტრა­გე­დი­ას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კავ­ში­რი აქვს, ზუს­ტად 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. იმ­ჟა­მად სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და­ვით კა­კუ­ლია, მეტ­სა­ხე­ლად, “დათო ტბი­ლის­კი” აა­ფეთ­ქეს. გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­შა­ობს ვერ­სი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა სწო­რედ კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­მა რუ­სე­თი­დან და­უკ­ვე­თეს. ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის მამა ასე­ვე “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი” გია კვა­რა­ცხე­ლი­აა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის დრო­ზე დათო კა­კუ­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში იყო გა­რე­უ­ლი.

ასე­ვე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ და მის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ambebi.ge უკვე წერ­და, რომ გია კვა­რა­ცხე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო ე.წ. სო­ხუ­მურ კლან­თან, რომ­ლის წევ­რი და­ვით კა­კუ­ლი­აც (დათო “ტბი­ლის­კი”) იყო. კლან­ში “დათო ტბი­ლის­კის” და მისი ძმის გარ­და, რო­მეო ბუ­ლია, კაკო კო­ხია, მე­რაბ ჯან­ჟღა­ვა (“სუ­ხუმსკი“), ვახო ქარ­და­ვა (ვახო სუ­ხუმსკი“) და სხვე­ბი მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. სო­ხუ­მურ კლან­ში, თა­ვის დრო­ზე, არა მარ­ტო სო­ხუ­მე­ლი ქურ­დე­ბი, ასე­ვე ქუ­თა­ი­სე­ლე­ბიც (მა­გა­ლი­თად, ჯან­გვე­ლა­ძე­ე­ბი) გა­ერ­თი­ან­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ამ და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდა.

ambebi.ge-მ ა.წ. 15 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ირ­გვლივ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

რო­გორც სან­დო წყა­რომ გვი­თხრა, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლი 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდაა და ის დათო “ტბი­ლის­კის” ვა­ჟე­ბის მე­გო­ბა­რია. კა­კუ­ლი­ას ვა­ჟე­ბი ამ­ჟა­მად სომ­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ, სვა­რა­უ­დოდ, იქი­დან შე­უკ­ვე­თეს მკვლე­ლო­ბა. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის მარ­შრუ­ტე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გარ­კვე­უ­ლი აქვთ. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ის სომ­ხეთ­ში იყო გა­და­სუ­ლი. ირ­კვე­ვა, რომ მკვლე­ლი არ არის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ამას აპი­რებ­დეს და ამ მო­ტი­ვით ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი.

ვინ იყო და­ვით კა­კუ­ლია, იგი­ვე “დათო ტბი­ლის­კი“?
და­ვით კა­კუ­ლია, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში”დათო ტბი­ლის­კის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, 1963 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ის “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ 1991 წელს აკურ­თხეს (თბი­ლის­ში) ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძემ (“კვე­ჟო“), რო­ბერტ კა­ლან­და­ძემ (“რო­ბერ­ტა”), ნო­დარ ფა­რი­ზი­ან­მა (“ნონო”), პა­ა­ტა ჩლა­ი­ძემ (“პა­ა­ტა ბალ­შოი”) და არ­სე­ნა მი­ქე­ლა­ძემ (“არ­სე­ნა”.

“დათო ტბი­ლის­კი” პირ­ვე­ლად 1993 წელს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს. სას­ტუმ­რო “მოს­კოვ­ში“ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი აიყ­ვა­ნეს და ცხრა­კა­ცი­ან კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში, კა­კუ­ლი­ას­თან ერ­თად იყ­ვე­ნენ: ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია, ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძე (“კვე­ჟო”), და­ვით მელ­ქა­ძე (“დათო ფო­თინ­სკი”), ნი­კო­ლოზ თუთ­ბე­რი­ძე (“მაცი”), მალ­ხაზ მინ­და­ძე, გოჩა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი და სხვე­ბი. მათ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­ში დას­დეს ბრა­ლი. ‘დათო ტბი­ლის­კი” რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და სას­ჯელს რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში იხ­დი­და. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, მას პა­ტიმ­რო­ბის დროს “რეს­ბალ­ნი­ცა­შიც“ მო­უ­წია გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, სა­ი­და­ნაც 2001 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. და­ვით კა­კუ­ლია საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო და ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და “სხად­ნი­ა­კებ­ში“.

2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს, და­ვით კა­კუ­ლი­ას და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლელ­მა მოს­კოვ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლთან, ავ­ტო­მან­ქან­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა – ხელ­ნა­კე­თი ყუმ­ბა­რა შე­უგ­დო და აა­ფეთ­ქა. “დათო ტბი­ლის­კი” წყნეთ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

რუ­სულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 37 წლის “დათო ტბი­ლის­კი”, დი­ა­სახ­ლის­თან ერ­თად, ცხოვ­რობ­და კო­ტე­ჯში, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, ვუ­ჩე­ტი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და, ტი­მი­რი­ა­ზევ­სკის ტყი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში. მკვლე­ლო­ბა დღის 1-ლ სა­ათ­ზე მოხ­და – რო­დე­საც კა­კუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჯდე­ბო­და, მას მოძ­რა­ვი მან­ქა­ნი­დან ხელ­ნა­კე­თი ყუმ­ბა­რა ეს­რო­ლეს და მი­ზან­შიც მო­არ­ტყა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, კუ­კუ­ლია მძი­მედ და­შავ­და – სახე და თვა­ლე­ბი და­ეწ­ვა, გარ­და ამი­სა, მარ­ცხე­ნა ხელ-ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო. “დათო ტბი­ლის­კი” სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის მე­ო­რე დღეს, გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა 200 გრა­მი ტრო­ტი­ლით ( TNT) და ლურ­სმნე­ბით იყო სავ­სე.

იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ჩვე­უ­ლი განგსტე­რუ­ლი ჩხუ­ბის მსხვერ­პლად მი­იჩ­ნია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მისი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჩან­თა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით (200 გრა­მი ტრო­ტი­ლით და ელექტრო დე­ტო­ნა­ტო­რით), რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ კა­კუ­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რემ და­ას­წრო.

და­ვით კა­კუ­ლი­ას აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მოს­კოვ­ში აა­ფეთ­ქეს ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, რო­მელ­შიც დე­და­ქა­ლა­ქის სომ­ხუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ – ძმე­ბი დათო და ნო­დარ ჩოგ­რა­შე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კონ­კრე­ტუ­ლად რა კავ­ში­რი ჰქონ­და გია კვა­რა­ცხე­ლი­ას “დათო ტბი­ლის­კის” მკვლე­ლო­ბას­თან ღია წყა­რო­ე­ბით არ დგინ­დე­ბა, იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად გა­არ­კვევს ამ სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის მი­ზე­ზებს და დას­ჯის დამ­ნა­შა­ვე­ებს, რომ­ლებ­მაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა შე­ი­წი­რეს.

სტატიის წყარო

Skip

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

X
X