რას ეძებ?

სიახლეები

ეპიდსიტუაცია ყველა მაჩვენებლით უმჯობესდება – გამყრელიძე

გაზიარება

„გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა. ყველა მაჩვენებლით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი და ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი კლებადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მან საზოგადოებას რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრია, მაგრამ აღარაა 60-70 და 80. ყველა მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის. სტაბილური სვლის შესანარჩუნებლად, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ჯერ, თვითდამშვიდების უფლებას არაფერი გვაძლევს. პირველ რიგში, არსებული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და გავამკაცროთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *