რას ეძებ?

სიახლეები

„ომის ღმერთად წოდებული პლანეტა ქალწულიდან სასწორში გადადის“ – რა გელოდებათ ამ პერიოდში?

გაზიარება

ასტროლოგ დავით ნიბლაძის პროგნოზით, დღეიდან, ომის ღმერთად წოდებული პლანეტა მარსი ქალწულიდან სასწორში გადადის და სასწორი მარსს თავის სიხისტეს, პირდაპირობასა და აგრესიულობას დააკარგვინებს.

„15 სექტემბერს ომის ღმერთად წოდებული პლანეტა მარსი ქალწულიდან სასწორში გადადის. პლანეტამ, რომელმაც დიდი დრაივი, ენერგია და ბრძოლისუნარიანობა უნდა მოგვცეს, დიპლომატიურ, კომპრომისულ და ჰარმონიის მოყვარულ ნიშანში იმოძრავებს ოქტომბრის ბოლომდე.

სასწორში მარსი კარგავს თავის სიხისტეს, პირდაპირობასა და აგრესიულობას და ცდილობს, ნებისმიერი საკითხი თავდასხმების ნაცვლად, მშვიდობიანი მიდგომებით მოაგვაროს. კი, მარსი ისევ მარსია, ის ისევ მეომარია, მას ისევ სურს დასახულ მიზნებს მიაღწიოს, მაგრამ მისი ფორმებია განსხვავებული.

ის თავს აარიდებს პირდაპირ შეტაკებას (როგორც მის საპირისპირო მარსი ვერძს ახასიათებს) და ეცდება, დინჯად მოგიჯდეთ გვერდით, მოგისმინოთ, გაიგოს თქვენი შეხედულება, გაიაზროს თქვენი პოზიცია და ასევე მშვიდად გაგცემთ პასუხს. ის პირდაპირობით არ გამოირჩევა და ხშირად გრძელ შემოვლით გზებს ამჯობინებს, რაც შესაძლოა, პრობლემაც იყოს, ვინაიდან ზოგჯერ ასეთი ადამიანის მიზნები სხვებისთვის ზედმეტად ბუნდოვანია. მას უჭირს პირდაპირ საკუთარი პოზიციის გამოხატვა და პასიური აგრესიაც ხშირად გვევლინება პრობლემად.

ანალოგიური მიდგომები ახასიათებს სასწორი მარსს სასიყვარულო ურთიერთობაშიც. რომანტიკოსია, მზრუნველია, აფასებს სილამაზესა და ესთეტიკას, მაგრამ ირიბად საუბარი და ჩამოუყალიბებლობა ხშირადაა გაურკვევლობების მიზეზი.

ოქტომბრის ბოლომდე კარგი იქნება თუ კონფლიქტების ნაცვლად დიპლომატიურ გზებს ავირჩევთ, გავითვალისწინებთ სხვა ადამიანების საჭიროებებსა და ხედვებს და ამავე დროს, მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს. შენს პირად რუკაში რომელ სახლსაც გაივლის ტრანზიტული მარსი, შესაბამის სფეროებში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს ჯობია, თავი აარიდო.

თუ მარსი სასწორში დაბადების რუკაში გაქვს, დაფიქრდი, რა გიშლის ხელს, რომ უფრო პირდაპირი იყო? სად გადის დათმობის ზღვარი? ვინ მოგანიჭა მშვიდობის მტრედის როლი? დააჩელენჯე თავი ისეთ ადამიანებთან ურთიერთობით, ვისაც შენგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვს
სად არის შენი მარსი და როგორია შენი ბრძოლის ტაქტიკა?

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *