რას ეძებ?

სიახლეები

“საგურამოში”

გაზიარება

თუ ქალაქის ტემპმა, გამონაბოლქვმა, ყოველდღიურმა საცობებმა და მუდმივმა სტრესმა დაგღალათ, თუ გსურთ, რომ ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ, კომპლექსი “ საგურამოში” თქვენთვისაა.

თბილისიდან 25 წუთის სავალ გზაზე, საგურამოს ცენტრთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი აერთიანებს ცხრა, ორსართულიან სახლს და ქმნის მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა სამეზობლოს, სადაც შესაძლებელია ახალი ცხოვრების დაწყება.

კომპლექსის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ბუნებასა და საგურამოს ლანდშაფტს, სამეზობლოს ერთიანი სახე კი ძალიან სასიამოვნო კონტრასტშია თბილისის ქაოსურ განაშენიანებასთან. “საგურამოში” თავშესაფარია მათთვის, ვისაც აღარ სურს ქალაქის ხმაურში ცხოვრება. კომპლექსში შემავალი სახლებიდან იშლება ხედი მთებსა და ტყეზე, რომელიც თბილისის ეროვნული პარკის ნაწილია. სწორედ ნაკრძალთან სიახლოვე განაპირობებს იმ ეკოლოგურად სუფთა გარემოს, რითაც “ საგურამოში” გამოირჩევა. კომპლექსის შემადგენლობაში მყოფ ცხრავე სახლს აქვს აუზი, პროექტები მსგავსია, თუმცა მცირე განსხვავებების ხარჯზე, სასურველი სახლის პოვნას, სხვადსხვა გემოვნების მქონე ადამიანებიც შეძლებენ. სამი სახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ასევე დასრულებულია სპეციალური შეკვეთით დაპროექტებული სახლი, რომელიც კომპლექსთან ახლოს მდებარეობს.

საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილია ყველა სახის კომუნიკაციით, ტერიტორიას წყლით ამარაგებს ცენტრალიზებული სისტემა, რაც განსაკუთრებულად ამარტივებს და მიმზიდველად აქცევს, ქალაქგარეთ გადასვლის გადაწყვეტილებას. “საგურამოში” მორგებულია ყველა ტიპის ადამიანზე, აქ შეიძლება იცხოვრონ როგორც ახალგაზრდებმა, ასევე დიდმა ოჯახებმა, უსაფრთხო სამეზობლო და ბუნებასთან სიახლოვე იდეალურ გარემოს ქმნის  დასასვენებლად, მრავალრიცხვოვანი სტუმრების მისაღებად თუ ბავშვების მშვიდ, ჯანსაღ გარემოში აღსაზრდელად. ალბათ ყველა ჩვენგანს, ერთხელ მაინც უოცნებია სიბერის სიმწვანეში, თბილისიდან მოშორებით გატარებაზე. “საგურამოში” საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ოცნება სამომავლოდ არ გადავდოთ და დღესვე ავისრულოთ. საცხოვრებელი კომპლექსის მდებარეობა განაპირობებს ქალაქგარეთ ცხოვრებას ისე, რომ დედაქალაქთან მუდმივი კავშირი არ დავკარგოთ.

“საგურამოში” ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლეზეა, რაც გამორიცხავს ატმოსფერული წნევის ხშირ ცვლილებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის გართულებებს. საცხოვრებელი კომპლექსიდან უპრობლემოდაა შესაძლებელი ყოველდღე თბილისში, სამსახურში წასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. სწორად ასეთი კომფორტული ლოკაციის გამო, “საგურამოში” შეიძლება იქცეს არა მხოლოდ თქვენი ოჯახის, არამედ მეგობრების სახლადაც და საყვარელ ადამიანებთან ერთად ახალი სამეზობლო შექმნათ. სახლი არ შეიძლება იყოს უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი, ის ერთგვარად ადამიანის პიროვნებას უნდა წარმოაჩენდეს და ამასთანავე მყუდრო, მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეს ქმნიდეს. ამ ყველაფრის მიღება კი საგურამოს საცხოვრებელ კომპლექსშია შესაძლებელი, სადაც მოდუნებასა და განტვირთვაში ხელს არ შეგიშლით მანქანების ხმაური, გამონაბოლქვი და უზარმაზარი შენობები. შეიძლება ითქვას, რომ “საგურამოში” ერთგვარი საშუალებაა იმისა, რომ ყოველი დილა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით დაიწყოთ, საღამოები კი ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს გაატაროთ.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +955 551 77 06 06 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://saguramoshi.ge

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *