რას ეძებ?

სიახლეები

რატომ საგურამოში ?

გაზიარება

გარემოსა და სახლს, რომელშიც ვხცოვრობთ, განსაკუთრებული გავლენა აქვს ადამიანზე, სახლი უნდა იყოს სასიამოვნო, კომფორტული და ჰარმონიული სივრცე, სადაც ყოველდღიური რუტინისა და ცხოვრების სწრაფი ტემპისგან დავისვენებთ, სახლი მხოლოდ იმ ადგილს შეიძლება ვუწოდოთ, სადაც თავს მშვიდად, უსაფრთხოდ და ბედნიერად ვგრძნობთ.

თუმცა გადატვირთული ქალაქის მუდმივ ხმაურში, დასვენება ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით რთულია მოდუნდე მაშინ, როდესაც გარშემო მხოლოდ შენობები და მანქანებია, სარეკრეაციო სივრცეების რიცხვი კი მინიმალურია.
ზუსტად ამიტომ, მსოფლიოსა და საქართველოში ნელ-ნელა ძალიან პოპულარული ხდება ქალაქგარეთ ცხოვრება, ადამიანები უფრო და უფრო ხშირად ტოვებენ დიდ, ხმაურიან ქალაქებს და მოშორებით, ბუნებასთან ახლოს ცხოვრებას იწყებენ.

ალბათ ერთხელ მაინც გიოცნებიათ ფილმებში ნანახ გარეუბნულ ცხოვრებაზე, მოწესრიგებულ სამეზობლოზე, მშვიდ საღამოებსა და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე, ბუნებასთან სიახლოვეზე და საკუთარ ეზოზე, სადაც შეგეძლებათ დაისვენოთ, გაერთოთ, ბავშვები ჯანსაღ გარემოში აღზარდოთ და შაბათ-კვირას მეგობრებს უმასპინძლოთ.

თუ თბილისიდან მცხეთისკენ გაემართებით აუცილებლად შეამჩნევთ ნიშანს, რომელიც მიგიყვანთ სწორედ ასეთ, საოცნებო ადგილას – საგურამოში, თბილისიდან 25 წუთის სავალ გზაზე, სადაც შეძლებთ განიტვირთოთ, ყოველდღიურად დატკბეთ მთებისა და ტყის ხედით ისე, რომ ქალაქურ ცხოვრებასაც არ ჩამოშორდეთ.

პანდემიურმა რეალობამ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა საკუთარი სახლისა და ეზოს ქონას, თანამედროვე ცხოვრების სტილი ძალიან სტრესული და დაძაბულია. სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი – ქალაქის დატოვება და ბუნებასთან დაბრუნებაა. ალბათ ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ მწვანე გარემოში ბევრად უფრო მარტივია მოდუნება, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქგარეთ გადასვლა სიცოცხლის გახანგრძლივების ერთგვარი გზაა.

საგურამოს განსაკუთრებულს ხდის ნაკრძალთან სიახლოვე, რომელიც თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. საგურამოს ნაკრძალის უმეტესი ნაწილი ტყითაა დაფარული, ტყის მასივი ჰაერის სისუფთავეს განაპირობებს, რაც დღეს, როდესაც თბილისში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს, ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

საგურამო ზღვის დონიდან 400-500 მეტრზეა, რაც გამორიცხავს გადაადგილებისას სიმაღლის ცვლილებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, ამიტომ საგურამოდან თბილისში მუშაობა და ყოველდღე სიარული არანაირ პრობლემას არ ქმნის.

თბილისთან ასეთი სიახლოვის გამო, საგურამოში შესაძლებელია ყველა იმ უპირატესობაზე წვდომა, რაც დედაქალაქში ცხოვრებას ახლავს თან. საგურამოში ცხოვრება სოფლის სიმშვიდისა და ქალაქური კომფორტის ერთგვარ ჰარმონიულ სინთეზს ქმნის და ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში, სამყაროსგან მოწყვეტილად არ გვაქცევს.

ქალაქგარეთ გადასახლების კიდევ ერთი, ძალიან დიდი უპირატესობა ახალი ურთიერთობებია. ეკოლოგიურად სუფთა, სტრესისგან დაცლილ გარემოში ბევრად უფრო მარტივი და ბუნებრივია ახალი კონტაქტების დამყარება, მეზობლებთან დამეგობრება და მცირე საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ყველას ესმის ერთმანეთის. საგურამოში შესაძლებელია ახალი სამეზობლოების შექმნა, აქ შეიძლება აიხდინოთ ბავშვობის სურვილები და მეგობრებთან ერთად გადასახლდეთ ახალ ადგილას, ცხელი ზაფხულისა და დასვენების დღეები ერთმანეთის ეზოებში გაატაროთ, ზამთრის ცივი და მოსაწყენი საღამოები კი მყუდრო, თბილ სამზარეულოებში. ასეთ გარემოში განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვის აღზრდა, როგორც ვიცით, ბავშვის განვითარების საწყის ეტაპებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გარესამყაროსთან ურთიერთობას, მშვიდ და უსაფრთხო სოციუმს, ბუნებისა და ცოცხალი არსებების შემეცნებას და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, ამ ყველაფრის მიღება კი, თბილისთან ძალიან ახლოს, საგურამოს საცხოვრებელ კომპლექსშია შესაძლებელი.

საგურამოს საცხოვრებელი კომპლექსი ახალი უბანია, საგურამოს ცენტრიდან 2 წუთის სავალზე, კომპლექსი აერთიანებს 9 ორსართულიან სახლსა და აუზს, ტერიტორიაზე ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ქალაქგარეთ ცხოვრებისას შეინარჩუნოთ ქალაქისთვის დამახასიათებელი კომფორტი, საგურამოს კომპლექსამდე მიყვანილია ყველა კომუნიკაციის საშუალება:  ელექტროენერგია,ინტერნეტი, ბუნებრივი აირი, ცენტრალიზებული წყალი თუ სპეციალურად კომპლექსისთვის გაყვანილი კანალიზაცია. საგურამოს კომპლექსი გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.
თბილისიდან გადასვლა მრავალმხრივ სწორი გადაწყვეტილებაა, ერთი მხრივ, ეს არის ნაბიჯი საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისა და სიმშვიდისაკენ, მეორე მხრივ კი  – ქალაქის განტვირთვისა და სოფლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

თანამედროვე ცხოვრების წესმა ადამიანებს დაგვავიწყა, რომ ჩვენც ბუნების ნაწილი ვართ, ქალაქგარეთ ცხოვრება კი – ამ საწყისთან დაბრუნება და გარესამყაროსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების გზაა, გზა, რომლის არჩევაც ძალიან მარტივია.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +955 551 77 06 06 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://saguramoshi.ge

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა