რას ეძებ?

სიახლეები

სადგურის მოედანზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა

გაზიარება

სადგურის მოედანზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს

და 2006 წელს დაბადებულ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ცნობისთვის, დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის გუშინ მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“უმძიმესი დღეა…” – ცნობილი ქართველი ქირურგი გარდაიცვალა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა