რას ეძებ?

საქართველო

რამდენი ხნით გვიცავს ანტისხეულები და როდის ავიცრათ თუ კოვიდი გადავიტანეთ – ექიმის განმარტება

გაზიარება

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგი და ოჯახის ექიმი, თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ აქტუალურს თემას ეხმაურება.

“თუ კოვიდი გადავიტანე – როდის უნდა ავიცრა?

ამაზე პასუხი მარტივად არის გაცემული – გადატანიდან 30 დღის შემდეგ საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით. თუმცა რომელი მტკიცებულებით მოვიდა ეს ოცდაათი დღე არ ვიცით, ჰიპოთეზები გასაგებია რომ რაც მალე გაამყარებ იმუნიტეტს, რაც მალე დაიცავ დელტა შტამისგან თავს კარგია და ა.შ – თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ მიუხედავად იმისა რომ მედიცინაში 2-ჯერ 2 ყოველთვის არ უდრის 4-ს, ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა მაინც პოულობს კანონზომიერებას და ცვლილებები წესრიგის რეჟიმში ჯდება.

– ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც მალე გვექნება მონაცემები ანტისხეულების იმ ზღურბლის შესახებ, რომლის ქვემოთაც ადამიანმა თავი დაცულად ვერ უნდა იგრძნოს და აუცილებელია აცრით გააძლიეროს იმუნიტეტი – მით ადვილად ახსნადი და აღქმადი იქნება ადამიანებისთვის აცრის საჭიროების მნიშვნელობა.

საამისოდ უამრავი ინფორმაციაა დაგროვილი მსოფლიოში, მაგრამ არსად არ იდება არანაირი მონაცემი ანტისხეულების იმ ტიტრის შესახებ რომელიც იცავს ადამიანის ორგანიზმს კოვიდისაგან.

კამათს ნუ დავიწყებთ უჯრესული იმუნიტეტის არსებობაზე, იმაზე რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ინდივიდუალური დაცვა აქვს და მსგავს თეორიებზე – როდესაც მსოფლიო მოქცეულია ერთი ქოლგის ქვეშ იქ ინდივიდები აღარ – მხოლოდ ქოლგის ცენტრი და კიდეები ჩანს, ჰოდა დროა ვიცოდეთ ეს ქოლგის ცენტრი – რა რაოდენობის ანტისხეულს მალავს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც აღარც აცრილი და აღარც აუცრელი აღარ ინერვიულებს.

P.S ისე საქართველოსაც უამრავი მასალა აქვს დაგროვილი, რაც ქართველებმა ანტისხეულების განსაზღვრის ტესტები იკეთეს – უბრალოდ ინტერესის მიზნით, იმდენს არც ერთი ევროპული არ გაიკეთებდა. დროული და საჭირო კვლევაა, ალბათ იქნება ინტერესი და დაიწყება მუშაობა სათანადო მიმართულებით (მე ქართული გამიხარდება, თორემ მსოფლიო რომ დაგვაწევს ახლო მომავალში – ვიცი!)” – წერს ექიმი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *