რას ეძებ?

სიახლეები

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს

გაზიარება

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმულის უფლებას იყენებს.

ადვოკატის თქმით, დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ადვოკატის განცხადებითვე, რაფაელ მურსაკულოვის ბრალს 9 სექტემბერს წარუდგენენ.

ამასთან, როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, ბრალდებული გარდაცვლილს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

„მე შევხვდი უკვე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციებიც. ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ მისთვის, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ხვალ გადმომცემენ. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან“, – განაცხადა ავდოკატმა.

შეკითხვაზე, ბრალდებული თანამშრომლობდა თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ და რა სახის თანამშრომლობა იყო ეს, ავდოკატმა აღნიშნა:

„ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ თემასთან შეხებაში არ არის“, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

 

წყარო: პალიტრავიდეო

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *