რას ეძებ?

COVID19 საქართველო

ეს სიმპტომი დელტა შტამის დამახასაითებელია, თუ ის გაქვთ, სასწრაფოდ გაიტესტეთ! –  იმნაძე

გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვლილთა ზრდა.

მისი თქმით, „დელტას“ შტამი გაციებას ჰგავს და თუ მოქალაქეებს მსგავსი სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად ტესტი უნდა ჩაიტარონ.

პაატა იმნაძის თქმით, ინფორმაცია აქვთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი მოქალაქე არ იცავს წესს, საჯარო სივრცეში გადაადგილდება და ვირუსს ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა იმნაძემ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *