რას ეძებ?

COVID19

წესდება თუ არა შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე

გაზიარება

კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა ისევ ღამის საათებში მოძრაობის გადაადგილების შეზღუდვა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხდა.

მისი თქმით, თუ კვირის ბოლოსთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება არ დასტაბილურდება, სამინისტრო შეზღუდვების კვლავ გააქტიურების საკითხს დააყენებს.

“ჩვენ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება იმისთვის, რომ დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად, ჩვენ ახლა პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში შემთხვევები უნდა დასტაბილურდეს. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ისევ ქვემოთ. მაგრამ თუ არ მოხდა ისევ სტაბილიზაცია კვირის ბოლომდე, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს,” – განაცხადა გაბუნიამ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა