რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

„ახლა თქვენი დროა“ – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი

გაზიარება

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამიტომ 25 აგვისტომდე პერიოდი განსაკუთრებით კარგი იქნება ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისათვის. წყლისა და მზის სტიქიის წარმომადგენლებს ცაგარელი სიმშვიდესა და დასვენებას ურჩევს.
26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ზოდიაქოს ნიშნები უნდა ელოდნენ:
♈ვერძი – ახლა თქვენი დროა. მზე თქვენი მონათესავე, ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის. 25აგვისტომდე გაქვთ საუკეთესო პერიოდი. ძალიან კარგია, შეხვედრები, მოლაპარაკებები საუკეთესო დროა ფინანსური კუთხით.
♉კურო – ეს კვირა გამოიყენეთ რადგან მოვლენების პოზიტიურად განვითარების შანსი დიდია. შემდეგი კვირიდან კი თქვენი ენერგოტონუსი ეცემა და თავი შეიკავეთ ყოველგვარი აქტიურობისგან.
♊ტყუპები – ენერგიული, აქტიური და კონტაქტური ხართ – ძალიან კარგი პერიოდია ახალი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად. კარგია შუამავლის როლის საკისრებადაც.
♋კირჩხიბი – კუროს მსგავსად თქვენც ეს კვირა უნდა გამოიყენოთ, რადგან ამ კვირაში წარმატების შანსი დიდია, აგრეთვე მოსალოდნელია ფინანსური დივიდენდების მიღებაც.
♌ლომი – ლომებს რა დაღლის – ახლა თქვენი დროა. 25 აგვისტომდე თქვენი იღბლიანობა მომატებულია, წარმატება გელით ყველა სფეროში.
♍ქალწული – ამ კვირაში წარმატებების ფაქტორი არის, თუმცა მომავალი კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და უნდა დაისვენოთ მაქსიმალურად.
♎სასწორი – თუ გაქვთ ახალი იდეა და გსურთ პროექტების ჩამოყალიბება და დაწყება ძალიან კარგი დროა. ამ პერიოდში დაწყებული საქმე წარმატებას მოგიტანთ, საუკეთესო დროა ყველა მიმართულებით და გამოიყენეთ ეს პერიოდი.
♏მორიელი – ძალიან კარგი პერიოდია კარიერის განვითარებისთვის, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა გახდეს ხელმძღვანელი პირი, შესაძლოა, მიიღოთ ფინანსური მოგებები, თუმცა ყველაფერი, ამ კვირაში მოასწარით რადგან მომავალი კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი ეცემა და არასასურველია ყველანაირი მოქმედება.
♐მშვილდოსანი – ახლა გამოცოცხლდებით, ენერგიულები და აქტიურები იქნებით. მნიშვნელოვანი გარიგებები წარმატებას მოგიტანთ. 25 აგვისტომდე ყველა საქმეში ხელი მოგემართებათ.
♑თხის რქა – ამ კვირაში მაქსიმალურად უნდა დაიცვათ საიდუმლო. ეს კვირა წარმატებულია ყველა დონეზე, მაგრამ 1 აგვისტოდან მშვიდ რიტმზე გადადით.
♒მერწყული – ეს ნიშანი კარგად გრძნობს თავს, ოპტიმიზმით სავსეა. 25 აგვისტომდე ქარიზმა მაღალი გაქვთ და ავტორიტეტის გაზრდის შანსი დიდია. ამიტომ იაქტიურეთ მაქსიმალურად.
♓თევზები – ეს კვირა ყველა მიმართულებით კარგია. თუმცა მომავალი კვირიდან მოგიწევთ მშვიდ რეჟიმზე გადასვლა, რადგან 20 აგვისტომდე თქვენი ენერგოტონუსი დაეცემა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *