რას ეძებ?

სიახლეები

ვისთვის გასცემს თბილისის მერია ერთჯერადად 500 ლარიან დახმარებას

გაზიარება

სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებულ თითოეულ ახალშობილს, თბილისის მერია ერთჯერადად 500 ლარიან დახმარებას გადასცემს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროგრამის არსი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევაა.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

რას მოიცავს პროგრამა?

ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;

ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;

გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?

მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) და ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი.

 

წყარო: report.ge

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *