რას ეძებ?

COVID19

ვიმსჯელეთ და გამკაცრებები იქნება – გამყრელიძე

გაზიარება

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, რის გამოც რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება. იგეგმება ცვლილებები ღია სივრცეში პირბადის გამოყენების წესთან დაკავშირებითაც.

“ეპიდსიტუაცია გაუარესებულია… ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როცა ვიყავით მესამე ტალღის პიკზე 17 მაისს და ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ეს ძალიან საყურადღებოა.

აქამდე ჯონს ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერ ზონაში, ახლა გადავედით წითელ ზონაში. ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული.

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში აღსრულების კუთხით.

მოშვებულია მოსახლეობა. პირბადეს დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. ამიტომ ღია სივრცეში პირბადესთან დაკავშირებით კარკვეული ცვლილებები იქნება. შტაბი დაამუშავებს ამ რეკომენდაციას. ამაზე დავალება მიეცა შტაბს, შემუშავდება ეს რეკომენდაციები და მალე გახდება ცნობილი. საუბარია პირბადის ტარებაზე ღია სივრცეში იქ, სადაც შეიკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების” – განაცხადა გამყრელიძემ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *