რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

„მოემზადეთ, თქვენთვის ვარსკვლავური დრო იწყება“ – ვის მიმართავს მიხეილ ცაგარელი

გაზიარება

„დედამიწა შევიდა პოზიტიურ ენერგო ველში, ანუ აგვისტომდე გვექნება კარგი დრო. 22 ივლისს კი, მზე ტოვებს წყლის – კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის ცეცხლის ზოდიაქოს ნიშანში – ლომში, ამიტომ შემდეგი 1 თვე იქნება ლომების და მათი მონათესავე ცეცხლის ზოდიაქოს ნიშნებისთვის კარგი პერიოდი,“- ამის შესახებ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

ასტროლოგის თქმით, შემდეგ შაბათს არის სავსემთვარეობა და ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ურჩევს, მშვიდად განვლონ ეს დღე.

კუროები დღეს 9-თვიანი მძიმე პერიოდისგან განთავისუფლდნენ, ლილიტმა კუროს ზოდიაქო დატოვა, მაგრამ გადავიდა ტყუპებში. ამიტომ, ასტროლოგი ყველას ურჩევს, რომ შემდეგი 9 თვე, იყვნენ ახალ ინფორმაციებთან ყურადღებით და არ მოტყუვდნენ მარტივად.

მასმედიაში იქნება ცვლილებები, არ არის გამორიცხული ახალი ტელევიზიები გაიხსნას.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇

♈ვერძი – გრძნობს ცეცხლის გიზგიზს. ენერგოტონუსი მატულობს, გახდებიან შარმიანები, ეფექტურები. ეს პერიოდი კარგია ქორწინებისთვის და სახლში ახალი ნივთების შესაძენად.

♉კურო – კვირა სავსეა პოზიტიური შესაძლებლობებით, ენერგოტონუსი მაღალია. ახალი ნაცნობებისთვის და ახალი სამსახურის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობს და ბევრ კარგ ინფორმაციას მიიღებს, ამიტომ ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ.

♊ტყუპები – ფინანსური კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, სანამ შავი მთვარე გაძლიერდა თქვენს ზოდიაქოში, იქამდე გამოიყენეთ ეს კარგი პერიოდი. ეს პერიოდი, ასევე კარგია კაპიტალდაბანდებისთვის, ეცადეთ იაქტუროთ, შანსები გექნებათ მაღალი. ამ კვირაში შავზე თეთრის დამამტკიცებელი იქნება სწორედ ტყუპები.

♋კირჩხიბი – ბოლო კარგი პერიოდია, შემდეგი კვირიდან კი, უნდა იფიქრონ შვებულებაზე და დასვენებაზე. ამ კვირაში კირჩხიბი საკუთარ თავს შეიცვლის, შეიძლება შეიცვალოს ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა.

წარმატების შანსი და ინტუიცია მაღალია.

♌ლომი – მათთვის იწყება ვარსკვლავური პერიოდი, იმპერატორთა პერიოდი მოდის. ლომი ასტროლოგიაში მართავს სიყვარულს და ბავშვებს, ამიტომ საუკეთესო პერიოდი იწყება, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

ლომებო, მოემზადეთ, ვარსკვლავური დრო იწყება და 1 თვე გექნებათ ძალიან კარგი.

♍ქალწული – კარგი პერიოდი აქვთ პროტექციისთვის, ამიტომ თუ შეუძლიათ პროტექცია ხელმძღვანელებთან, ან ვინმე სხვა პირებთან მიუშვით, ყველაფერი იქნება ისე, როგორც მათ უნდათ.

ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კარგი.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც მედიცინის სფეროში მოღვაწეობს, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ექნება.

♎სასწორი – ეძლევათ საშუალება წინა კვირაში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ. ისინი ხელმძღვანელებთან გააუმჯობესებენ ურთიერთობას. ენერგოტონუსი მატულობს.

♏მორიელი – მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება. ამიტომ მორიელებო, იმოქმედეთ და ენდეთ ინტუციას, რომელიც გიკარნახებთ რა უნდა გააკეთოთ.

♐მშვილდოსანი – ძალიან კარგი პერიოდი გეწყებათ, გეძლევათ შანსი გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, გაიშალეთ მხრებში, თქვენთვის ვარსკვლავური პერიოდი იწყება.

♑თხის რქა – ჯერ კიდევ მდგრადია თქვენი ჯანმრთელობა, ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ, რადგან შემდეგი კვირა იქნება ბევრად რთული.

♒მერწყული – ეს პერიოდი ხელს უწყობს ენერგოტონუსის ზრდას. შემოქმედებითი პროექტების განვითარებისთვის ერთ-ერთი კარგი პერიოდია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ნელ-ნელა უკან დაიხევს.

♓თევზები – თქვენთვის საუკეთესო პერიოდია, საბირჟო საქმეებისთვის, პირადი ურთიერთობებისთვის. ჯანმრთელობა მდგრადი გაქვთ, იზიდავთ ადამიანებს, ხართ შარმიანები ამიტომ გამოიყენეთ ეს კვირა. ქორწინებისთვის და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა