X
X

რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

ამ დღეს უარყოფითი ტენდენციები ახლავს და დაძაბულად ჩაივლის. მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები, კატასტროფები და ავადმყოფობა. თუ ავტომობილს მართავთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ბავშვებთან ურთიერთობისას იმპერატიული ტონის გამოყენებას და ნუ შეეცდებით, საკუთარი სიმართლე ძალით დაამტკიცოთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრების ან ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ.

♉კურო

ეს დღე ხელსაყრელია ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის, მხიარულებისა და განტვირთვისთვის. ამ დღეს ჯობია, რომ მხოლოდ თქვენთვის ჩვეული საქმე აკეთოთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. გირჩევთ არავის არაფერს დაჰპირდეთ და არც დაპირების შესრულება მოითხოვოთ.

♊ტყუპები

ამბიციურობამ, აგრესიულობამ, სიტუაციის არასწორად შეფასებამ ან დაუფიქრებელმა დაპირებებმა შეიძლება სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებაში გართულებები გამოიწვიოს. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საკითხებზე დროს ნუ დაკარგავთ. სასურველია, საღამო სტუმრად გაატაროთ, რადგან მოსალოდნელია საინტერესო, დასამახსოვრებელი შეხვედრა.

♋კირჩხიბი

ეცადეთ, შექმნილ პრობლემას ფილოსოფიურად მიუდგეთ. გირჩევთ, ამ დღეს ექსპერიმენტებს მოერიდოთ და მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობი საქმე აკეთოთ. ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით მეტი თავშეკავება და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებაზე უარი თქვათ.

♌ლომი

თუ ამ დღეს მოგზაურობას ან ავტომობილის მართვას გეგმავთ, გირჩევთ გზაზე სიფრთხილე გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ავტოსაგზაო შემთხვევები და ტრავმები, ასევე ახლობელ ადამიანთან ან ნათესავებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. ეცადეთ, სხვების აზრს ანგარიში გაუწიოთ ან თქვენი უდანაშაულობა ძალისმიერი მეთოდებით დაამტკიცოთ. უარი თქვით ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე.

♍ქალწული

დღის პირველ ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით. კომერციულ საქმეებში ერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და გაუმართლებელ რისკს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის. სპორტული ვარჯიშები, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ზედმეტად არ უნდა მოინდომოთ.

♎სასწორი

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია უხეშობის გამოვლენა, კატეგორიული განცხადებები და გარშემო მყოფებთან კონფლიქტი. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. შეზღუდეთ ფიზიკური აქტივობა, სარისკო საქმიანობა და ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობა – დიდია დაზიანების ალბათობა.

♏მორიელი

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავი ან ოჯახში ახალი წევრი. მორიელ ქალებს საყვარელი ადამიანებისგან სიურპრიზები და საჩუქრები ელით. დღეს შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს საქმესა და ჯანმრთელობაზე.

♐მშვილდოსანი

ნუ მოდუნდებით და უმნიშვნელო წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, ახლა დაკარგულს მომავალში ძნელად აინაზღაურებთ. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, საყვარელ ადამიანთან პაემნისთვის და ახალი ნაცნობისთვის, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

♏თხის რქა

კარიერაზე ფიქრისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გადაუჭრელი პრობლემების ან დაუსრულებელი საქმეების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი დრო ან ფინანსური ხარჯები დაგჭირდებათ. ცოლქმრული ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა – კონფლიქტური სიტუაციები შეიძლება, სტაბილურ წყვილებშიც კი გაჩნდეს. სასურველია, სხვა ადამიანების დავებში არ ჩაერიოთ. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება.

♒მერწყული

ხელსაყრელი დღეა განვლილი ცხოვრების შეფასების და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისთვის. გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი დასვენებას და დოკუმენტების მოწესრიგებას დაუთმოთ, რათა მზად იყოთ მოულოდნელი შემოწმებისთვის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია იმ ადამიანებთან შეხვედრისთვის, რომლებიც თქვენს პროფესიულ ცხოვრებას განსაზღვრავენ.

♓თევზები

ამ დღის უარყოფითი ტენდენციები თქვენს უხასიათობაში გამოვლინდება. შესაძლოა, მშობლები შვილების მკვეთრ უხეშობას შეეჯახონ. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი წყენა გაგიხსენოთ. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, ეცადეთ განმარტოვდეთ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

X
X