რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

„კარგს ვერაფერს გეტყვით, 15 ივლისამდე ვითარება დაძაბულია“ – ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

გაზიარება

„ეს კვირა ენერგეტიკულად რთული იქნება. 15 ივლისამდე ვითარება დაძაბულია, თუ ამ გამოცდას მშვიდად გაივლით კოსმოსი შემდეგ ათმაგად დაგაჯილდოებთ“ – ამის შესახებ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზის განხილვისას განაცხადა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მან სიმშვიდისა და წინდახედულობის გამოჩენა აბსოლუტურად ყველა მათგანს სთხოვა:

♈ვერძი – თქვენი ენერგოტონუსი ახლა დაბალია, გირჩევთ მეტად გამოიძინოთ და არავითარი მნიშვნელოვანი სქმე არ დაიწყოთ. ამ პერიოდში გეყოლებათ წამქეზებლები, რომლებიც კონფლიქტისკენ გიბიძგებენ, შესაძლოა, ამან ვითარების დაძაბვა გამოიწვიოს ოჯახში, რაც დაღს დაასვამს თქვენს სამსახურეობრივ სფეროსაც.

♉კურო – კუროს ენერგოტონუსი მაღლია, თუმცა მათი მისამართით არის მომატებული კრიტიკული განწყობა, რაზედაც მას მძაფრი რეაქცია ექნება. კუროებს ვთხოვ, არ აყვნენ პროვოკაციას და მაქსიმალურად მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოს, რათა ამით არ გაიფუჭონ სასიკეთო პერსპექტივები.

♊ტყუპები – ეს არის ინფორმაციის დაგროვების პერიოდი. არავითარი კაპიტალდაბანდებები და საყიდელები. თავი შეიკავეთ ყოველგვარი ხარჯისაგან.

♋კირჩხიბი – კირჩხიბი არის ენერგიული, იღბლიანი, წარმატებული და ინიციატივიანი, თუმცა იმდენად მოზღვავებული ენერგია აქვს, რომ შესაძლოა, სხვას მოახვიოს თავს თავისი ნება სურვილი და ამან მისი მისამართით კრიტიკა გამოიწვიოს. სხვა მხრივ კირჩხიბს არაფერი ემუქრება.

♌ლომი – ლომებს ყველაზე ცუდი პერიოდი აქვთ. ემოციური გაღიზიანებადობა მაღალია, ენერგოტონუსი დაბალი. ფარული მტრები, ჭორები თქვენს ზურგს უკან გააქტიურებულია. ამ კვირაში არავითარი ახალი საქმე არ განიხილოთ და არ დაიწყოთ, დამიჯერეთ ტყულად დახარჯავთ დროს.

♍ქალწული – ეს ნიშანი ახლა შრომისუნარიანი და მომთმენია. მის ცხოვრებაში ცვლილებების დროა. შესაძლოა, ცვლილებები იყოს როგორც სამუშაო გარემოში, ისე მეგობრულ წრეში. ვურჩევ მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს.

♎სასწორი – სასწორს აქვს რთული პერიოდი, მისი ენრეგოტონუსი დაბალია, ადვილად შეიძლება გადაიღალოს. ყველაზე დიდი პრობლემა სამსახურეობრივ საკითხში უჩანს – შესაძლოა, ხელმძღვანელობასთან ჰქონდეს კონფლიქტი.

♏მორიელი – აქტიური, ენრგიული და ინიციატივიანია. შესაძლოა, კარიერაში წინ წავიდეს, თუმცა შესაძლოა ყველამ სწორად ვერ გაიგოს მისი სურვილი და მზად იყოს წინააღმდეგობებისთვის.

♐მშვილდოსანი – ურთულესი პერიოდი აქვს. დაისვენეთ. აღიდგინეთ ენერგიები. ფინანსების და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგაწვებათ და ძალიან ბევრ ენერგიას წაართმევთ. კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდებით. არაფერი მნიშვნელოვანი ამ კვირაში არ დაიწყოთ.

♑თხის რქა – ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემები ექნება. ამას მისი პირდაპირობა და სიჯიუტე გამოიწვევს. ვურჩევ, მაქსიმალური დიპლომატია გამოიყენენ მათ ამ კვირაში.

♒მერწყული – კარგს ვერაფერს გეტყვით, ადვილად იღლებით, შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინონ თავი. გახსოდეთ, რომ თქვენ შესაძლოა სხვათა მხრიდან პრეტენზიების სამიზნე აღმოჩნდეთ. ამიტომ აკონტროლეთ ემოციები, რადგან ნერვოზულობა არ გამოიწვიოს ამ ყველფერმა.

♓თევზები – კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მაღლია. ინტუიცია კარგი აქვს, სწორ არჩევანს აკეთებს. პეროდი სასარგებლოდ შეუძლია გამოიყენოს როგორც პირადი, ისე კარიერული კუთხით. ერთადერთი საშიშროება, არის ის რომ, შესაძლოა, გადაჭარბებული თვითრწმენა გაუჩნდეს და ამან შეუფერხოს სასიკეთო პერსპექტივები.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *