რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

21 ივნისს მზებუდობაა – ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი ზამთრამდე ასრულდება

გაზიარება

21 ივნისს გახლავთ მზებუდობის დღე. ფენშუის სპეციალისტის ეკა კვარაცხელიას თქმით, ამ დღეს არ უნდა დაიწყოთ არანაირი ახალი საქმე და მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით უნდა დაკავდით.

მისივე თქმით, ეს დღე კარგი დღეა სურვილების ჩასაფიქრებლად, რომელსაც თუ განგება ჩათვლის საჭიროდ, უნდა აღსრულდეს ზამთრის მზებუდობამდე.

კვარაცხელიას რჩევებს, რომლებიც ხვალ უნდა გააკეთოთ უცვლელად გთავზობთ:

● თუ გსურთ გაგეზარდოთ შემოსავლები, მოეწყოთ ახალ სამსახურში და კარიერულად წახვიდეთ წინ დაანთეთ სანთელი და ჩაიფიქრეთ სურვილი. ამის შემდეგ კი კამფეტები და ტკბილეულობა დაურიგეთ თქვენ გარშემო ყველას, ეს იქნება ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ან უბრალოდ ეზოში მოთამაშე ბავშვები ამას მნიშვნელობა არააქვს.

● თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია სიყვარული და თქვენს გეგმებში შედის „ახალი პიროვნების“ პოვნა, ასევე დაანთეთ სანთელი და ითხოვეთ. თხოვნის შემდეგ აჩუქეთ საპირისპირო სქესის ადამიანს პატარა, მაგრამ საინტერესო ნივთი. არააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის. (მეგობარი, კოლეგა, მეზობელი თუ უბრალოდ მაღაზიის მოლარე)

● !!!!!!!! თუ თქვენთვის ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა, მაშინ დაანთეთ სანთელი და ისურვეთ იგი. გარდა ამისა ნებისმიერი კერძი ამ დღეს მიირთვით მხოლოდ ბროლის ჭურჭლიდან. შეეცადეთ არ მიირთვათ ცხიმიანი საკვები და ეს ერთი დღე იკვებოთ ჯანსაღად.

ყველაზე თავარი კი თქვენი ცხოვრების პოზიტიური განწყობით შევსება გახლავთ. დაე, გქონდეთ რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო მოვლენები. ბედნიერება მოგეხსენებათ გადამდებია. გაგიმართლათ ერთში?, გაგიმართლებთ მეორეშიც… მთავარია თავად შეუქმნათ თქვენ თავს ისეთი მომენტები, სადაც ჰარმონიულად იგრძნობთ თავს გარემოცვით სამყაროსთან. ბედნიერების გასაღები თქვენშია და მიეცით თავს შესაძლებლობა გახსნათ ეს კარი თუნდაც ამ მაგიურ დღეს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

1 კომენტარი

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა