რას ეძებ?

მსოფლიო საქართველო

სისხლიანი დაპირისპირება საფრანგეთში – მოკლულია 16 წლის ქართველი ბიჭი

გაზიარება

საფრანგეთში საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს – მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა, მას დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნით, ბიჭს დაზიანებები სხვა საგნებითაც მიაყენეს.

თვითმხილველების ცნობით, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის და სხვა ბლაგვის საგნები ეჭირათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდა ორშაბათს უნდა დაკრძალონ.

ქალაქ რუენის მერი კი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ.

საქართველოს 16 წლის მოქალაქე რუენის სკოლის მოსწავლე იყო.

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა