რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება

“მივესალმებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი 57 ქვეყანა შეუერთდა”, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში”, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

video
loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *