რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების პოვნის დღეა. ხელსაყრელია ფიქრი, წარსული მოქმედებების ანალიზი და მედიტაცია. ერთობლივი ღონისძიება ან ჯგუფური დასვენება. შეიძლება მოულოდნელ სიახლე გაიგოთ – მოემზადეთ სერიოზული პრობლემებისთვის. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რაც შეიძლება ძალიან საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე.

კურო

გირჩევთ, კარგად გაიაზროთ მომავალი მოქმედებები, რომლებიც თქვენს ფინანსურ საქმიანობას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა თქვენი გეგმების განხორციელებას ხელს შეუშლის. იმ ადამიანების გავლენა, რომლებთანაც ურთიერთობა გიწევთ, შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ მათზე დამოკიდებული გახდეთ. ეცადეთ, თავდაჯერებულება და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და ერთგულება უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.

ტყუპები

დაძაბული დღეა, რომელიც სასურველია ცხოვრებისეული წარმატებისა და წარუმატებლობის შესწავლას დაუთმოთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა აქტიურობამ დაპირისპირება გამოიწვიოს. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ. თქვენმა ემოციურობამ და ცნობისმოყვარეობამ შეიძლება დაგაზარალოთ. ტყუპი ქალები რომანტიკულ თავგადასავლებს უნდა ერიდონ, რომლებსაც შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

კირჩხიბი

ოჯახური პრობლემები ისევ მთავარი საზრუნავია და მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს. ამ დღეს დასვენება ვიწრო, ოჯახურ წრეში ან მარტოობაში ჯობს. შესანიშნავი დროა ოჯახთან ერთად, ბუნებაში გასეირნებისთვის. ეს თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც სასარგებლო იქნება. ბავშვებთან ურთიერთობა არამარტო საზრუნავს დაგავიწყებთ, არამედ გაგამხიარულებთ კიდეც.

ლომი

ფინანსურ სექტორში წარმატება დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. სამწუხაროდ, პარტნიორებთან კონტაქტები იმედგაცრუებით დასრულდება. მოსალოდნელია უარყოფითი გავლენა ან ცრუ რჩევა, რაც მუშაობაში შეცდომებს და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ – ტრავმის ალბათობა იზრდება.

ქალწული

დაძაბული დღეა. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ – ტრავმის ალბათობა იზრდება. ერიდეთ გადაღლას, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას გამოიწვევს. საკუთარი თავით უკმაყოფილება გაღიზიანებას მოგიტანთ, რამაც შეიძლება ოჯახში კონფლიქტი გამოიწვიოს. გაზრდილი შრომისუნარიანობის მიუხედავად, თქვენი ფინანსური მდგომარეობა იგივე დარჩება. არ იდარდოთ – ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ, ახალი ბიზნესი დაიწყოთ, რომელიც აუცილებლად წარმატებით დასრულდება.

სასწორი

რთული დღეა.გირჩევთ ცოტა ხანი ლოდინის პოზიცია დაიკავოთ, რადგან ამ დღეს მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. უფრთხილდით ტრავმას, მოწამვლას, მოტყუებას, ქურდობას.

მორიელი

ფინანსური თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ, რადგან დაუგეგმავი ხარჯები ოჯახურ ბიუჯეტზე არასახარბიელოდ აისახება. დიდია უბედური შემთხვევის ალბათობა. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს, რომლებსაც შეუძლიათ, არასასურველი შედეგები მოგიტანონ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია პრობლემები. სავარაუდოდ, ამ დღის გეგმები და აქტიური მოქმედებები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. არახელსაყრელი დღეა სხვადასხვა სახის გარიგებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გირჩევთ, ეს დღე საკუთარი ცხოვრებისეული წარმატებებისა და წარუმატებლობის დეტალურ გამოკვლევას დაუთმოთ. ეცადეთ, ურთიერთობა შეზღუდოთ – თქვენმა სარკაზმმა და ზედმეტმა ლაპარაკმა შეიძლება, ძალიან დაგაზარალოთ.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქა ქალებს ვენერა მფარველობს. სავარაუდოდ, ახალი გატაცება გელით. ამ დღემ შეიძლება შეხვედრა გაჩუქოთ, რომელიც საბოლოოდ, ქორწინებით დასრულდება. სავარაუდოდ, თხის რქა მამაკაცებს საკუთარი პოზიციების დაცვა მოუწევთ. ფრთხილად იყავით – ტრავმის ალბათობა იზრდება. ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს.

მერწყული

ცოდნის მიღების, ჭეშმარიტებაში წვდომისა და სულიერი განწმენდის დღეა. თუ ამ დღეს თუნდაც ერთი მავნე ჩვევისგან გათავისუფლდით, ეს უკვე საკუთარ თავზე გამარჯვებას და სრულყოფილებისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებები გელით.

თევზი

ამ დღეს თევზებს შეუძლიათ, თავი გამოავლინონ, როგორც ნიჭიერმა რედაქტორებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა. ისინი აკონტროლებენ სიტუაციას სამსახურში და ზუსტად გრძნობენ ქვეშევრდომთა განწყობას. ოჯახური პრობლემები ისევ მთავარი საზრუნავია და მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა