რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

გაზიარება

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, თბილისში, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.

უწყების განმარტებით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა.

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *