რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

თბილისში წყალმომარაგება 16 საათით შეიზღუდება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

გაზიარება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში ბაგების სატუმბო სადგურში განახლდება შემავალი მაგისტრალური წყალსადენის კოლექტორი და ასევე დამონტაჟდება დამატებითი ტუმბო-აგრეგატი.

“მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 20 მაისს საღამოს 22:00 საათიდან 21 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში

ჭავჭავაძის გამზ. N82,83,84, უნივერსიტეტის, ნაფეტვრების გზის, ფხაკაძის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას და ბაგების კორპუსებს. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ-ს მე-5 კორპუსს, ქავთარაძის ქუჩას. კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს, დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *