რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

„კიდევ ერთი საინტერესო და კარგი ამბავი“ – გიორგი ფხაკაძე

გაზიარება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“ ახალგაზრდებში ეფექტიანად მოქმედებს.

 

„კიდევ ერთი საინტერესო და მართლა კარგი ამბავი.

„ფაიზერი“ საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა ახალგაზრდებში. დაუჯერებელი რამ, 12-15 წლის ასაკის 2260 კვლევის მონაწილეებიდან 100% ეფექტურობა (efficacy) და თითქმის არანაირი უკუჩვენება.

„ფაიზერი“ უკვე დაშვებულია 12 წლიდან აშშ-სა და კანადაში.

შემდეგი ეტაპი 2-წლის ასაკიდან კვლევების შედეგები იქნება.

ევროკავშირი და შეერთებული შტატები სექტემბრამდე მორჩება ძირითად ვაქცინაციას და აარიდებენ თავს მე-4 ტალღას (2021 წლის სექტემბრის ბოლო-ოქტომბერი).

ეს ვირუსი არის შესაჩერებელი…. რა გვიცავს… ?

სამედიცინო პირბადე

2-მეტრიანი დისტანცია

ხელების დაბანა

ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება

უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა (ფაიზერი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ …“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *