რას ეძებ?

COVID19 საზოგადოება საქართველო სიახლეები

“გადაწყვეტილება მივიღეთ” – სიახლე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება

გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოხუცებულთა ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

“მოხუცებისთვის ზოგადად ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 15 მარტს და რა თქმა უნდა, ეს პროცესი მოხუცებულთა თავშესაფრებისთვისაც ასევე 15 მარტიდან იყო გახსნილი. დღესდღეობით ჩვენ პანსიონატებში გვყავს მოხუცები, რომლებიც არიან აცრილები, მაგრამ ამ ყველაფერს არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და როდესაც ჩვენ ვნახეთ, რა დინამიკით ხდებოდა მოხუცებულების აცრა და ასევე, რა წარმოადგენდა იმ პრობლემას, რომ მათი აცრა ვერ ხდებოდა მეტი ინტენსივობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამას უფრო მეტად ორგანიზებული სახე მივცეთ და ეს პროცესი განხორციელდეს მათ კონკრეტულ ადგილსამყოფელზე. დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის, ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი და აქედან გამომდინარე, მათ ეძლევათ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *