რას ეძებ?

COVID19 საქართველო სიახლეები

ცნობილია რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ხვალ, 4 მაისს ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრება.

როგორც ფორმულას NCDC-ში უთხრეს, გამყრელიძე ვაქცინას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთებს.

ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში ხვალიდან იწყება.

სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *