რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას მოქალაქე დააკავეს

გაზიარება

თბილისში, ვარკეთილში მდებარე ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე დააკავეს მოქალაქე, რომელიც სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა. პოლიციის მოწოდების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა სასაფლაოს ტერიტორიაზე შეღწევა. „პასკითა და კვერცხით მოვედი პაპის სასაფლაოზე“, – თქვა დაკავებამდე მოქალაქემ.

როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 2 და 3 მაისს სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს აკონტროლებენ. პოლიციის თანამშრომლები რეგულაციების შესრულებას აკონტროლებენ როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების სასაფლაოებზე.

მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.

“რადიო თავისუფლება”

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *